ყოველი ახალი ფილმის პრემიერის შემდეგ, მარგო რობი გვაჩვენებს, რომ მეთოდური ჩაცმის დიდოსტატია. ეს ჯერ კიდევ Barbie-ს საკულტო ტურნეს დროს გამოჩნდა. ამიტომ სულაც არ გვიკვირს, რომ „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ ყოველი მომდევნო PR ღონისძიება მოდის ჩვენებას უფრო ჰგავს, ვიდრე სტანდარტულ პრეს-ტურს.
ემილი ბრონტეს და ალბათ, მე-19 საუკუნის ინგლისში არც არავის დაესიზმრებოდა ქეთრინ ერნშო წითელ მაღალყელიან წინდასა და მოკლე ქვედაბოლოში გამოჩენილიყო. თუმცა მარგოსა და მისი სტილისტის, ენდრიუ მუკამალისთვის, თანამედროვე ქეთრინის ესთეტიკა სწორედ ასეთია.
მარგო აქტიურად თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Chanel, Schiaparelli და Thom Browne. მსოფლიო პრემიერაზე სწორედ Schiaparelli-ს ოტ კუტურის კაბა ეცვა. ბოლო ფოტოქოლისთვის კი წითელ ხალიჩაზე მსახიობი ჯონ გალიანოს 1992 წლის გაზაფხულის კოლექციის ლუქით გამოჩნდა.
ლუქის მთავარი გმირი გრძელი პალტო იყო, რომელიც საყელოსა და სახელოებზე ღია ვარდისფერი ბეწვით იყო გაფორმებული. მარგომ თითქმის სრულად გაიმეორა 90-იანების პოდიუმის ლუქი: მოკლე შავი ქვედაბოლო და წითელი წინდები ვარდისფერი ბაფთებით. ეს მეამბოხე, პანკური ენერგია ძალიან კარგად ერწყმის ბრონტესეული სამყაროს ველურ და დაუმორჩილებელ ხასიათს.
ჯეიკობ ელორდი და მარგო რობი ლონდონის Photocall-ზე
ერთადერთი თანამედროვე დეტალი, რომელიც სტილისტმა დაამატა, ფეხსაცმელი გახლდათ. მარგომ Manolo Blahnik-ის ვერცხლისფერი მოდელი მოირგო, რამაც არქივულ ლუქს ახალი ელფერი შესძინა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა მსახიობის ქუჩის სტილის ლუქიც, სადაც მას Dilara Findikoglu-ს 2025 წლის კოლექციის გოტიკური შავი ჯინსი და ყვავილებიანი კორსეტი აცვია. რობიმ ამ ესთეტიკას შეუხამა Paris Texas-ის ფეხსაცმელი, Maison Margiela x Gentle Monster-ის სათვალე და დილარას ჩანთა.
მარგოს სტილიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ფილმისგან ტრადიციულ ისტორიულ დრამას არ უნდა ველოდოთ. მარგო რობის სტილისტი კი თავისი კურირებული ლუქებით გვაჩვენებს, რომ მეთოდური ჩაცმა მაშინ არის ყველაზე საინტერესო, როცა ის მოულოდნელობებითა და თავისუფლებითაა სავსე.
Lisi Wonderland-ის თავდაგასავალს ლეგენდარული ფრანგული კონიაკის სახლი - Hennessy წელს პირველად შეუერთდა. ფესტივალი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ მუსიკალური ღონისძიების ჩარჩოებს - ის თავისუფლების, კრეატიულობისა და თანამედროვე ურბანული კულტურის მთავარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამიტომ, Hennessy-ის ფესტივალზე გამოჩენა აბსოლუტურად ბუნებრივი და ორგანული ნაბიჯი იყო.
Balenciaga-ს მაღალი მოდის კოლექციის ჩვენება პარიზში, Cité internationale universitaire-ის ბაღებში გაიმართა და თითქოს პასუხია კითხვაზე, როგორი შეიძლება იყოს Balenciaga დემნას შემდეგ. პიჩოლის პასუხი რომანტიკულია, მაგრამ არა სენტიმენტალური.
ზენდაია „ოდისეას“ პარიზის პრემიერაზე Givenchy Haute Couture-ის 1997 წლის ლუქით გამოჩნდა, რომელიც Alexander McQueen-ის პირველი კოლექციიდანაა Givenchy-ისთვის.