#ცნობილები

ზენდაია Emmy-ს ისტორიის გადაწერას აგრძელებს

გაზიარება:

25 წლის მსახიობი ზენდაია კოულმანი, ამერიკული სატელევიზიო პრემიის Emmy-ს ისტორიის გადაწერას აგრძელებს, რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ზენდაიამ პრემიის კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა. HBO-ს პოპულარულ თინეიჯერულ სერიალ Euphoria-ში შესრულებული როლისთვის, ზენდაიამ, მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი ქალის ნომინაცია დაიმსახურა, რისი დამსახურებითაც ის გახდა Emmy-ს ორგზის ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი.

ზენდაია კოულმანი ასევე ოფიციალურად გახლავთ პირველი შავკანიანი ქალი და მეორე შავკანიანი ადამიანი, რომელმაც ნომინაციები როგორც მსახიობმა, აგრეთვე სიმღერების ავტორმა მიიღო. ის არის ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, ვინც ოდესმე იყო ნომინირებული ტელევიზიის ყველაზე დიდი საღამოს პროდიუსერად.

ზენდაიამ Emmy-ს ისტორია 2020 წელს დაწერა, როდესაც ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტის სტატუსით, Euphoria-ს რუს როლისთვის ჯილდო საკუთარ სახლში, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში გადაეცა. მსახიობმა გამარჯვება მიუძღვნა აქტივისტებს, რომლებიც იმ დროს მთელ ამერიკაში იბრძოდნენ რასობრივი და სოციალური სამართლიანობისთვის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ.

ამჟამად ზენდაია Dune: Part Two-ს სექუელის გადაღებებზე მუშაობს, დენი ვილნევის სამეცნიერო ფანტასტიკის გაგრძელებაზე, რომელმაც წელს ოსკარის 6 ჯილდო დაიმსახურა. 2023 წლის მსახიობი ოსკარზე ნომინირებული რეჟისორის ლუკა გუადანინოს ახალ ფილმ Challengers-შიც მიიღებს მონაწილეობას ჯოშ ო'კონორთან და მაიკ ფაისტთან ერთად.

ზევით