#ცნობილები #Valentine's

თებერვალი ჯენიფერ ლოპესის და ალექს როდრიგესის სიყვარულის თვეა

გაზიარება:

გუშინ, ვალენტინობის დღე, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში სითბოთი, სენტიმენტებითა და ემოციების ფოიერვერკით აღინიშნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ცნობილმა ადამიანებმა სოციალურ ქსელში ერთი-მეორეს სიყვარული კიდევ ერთხელ საჯაროდ აუხსნეს და ჩვენც არა ერთი გულისამაჩუყებელი წერილის მოწმე გავხდით, მათ შორის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას, დევიდ და ვიქტორია ბექჰემების, პრიანკა ჩოპრასა და ნიკ ჯონასის და აგრეთვე ჯენიფერ ლოპესისა და ალქეს როდრიგესის.

აღმოჩნდა, რომ ჯენიფერის და ალექსის შემთხვევაში, საქმე არა სიყვარულის ერთ დღესთან, არამედ მთლიანად თვესთან გვაქვს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც წითელი ვარდების გიგანტური თაიგული და მასზე გამობმული ბუშტები ჩანს, ჯეილომ ემოციური აღწერაც დაურთო და განგვიმარტა, რომ თებერვალი მისი და ალექსის სიყვარულის თვეა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Jennifer Lopez (@jlo)

თებერვალი ჩვენი განსაკუთრებული თვეა, ჩვენი იუბილეს თვე, ხელახლა ერთმანეთს სწორედ ამ თვეს შევხვდით და მას შემდეგ ერთი დღეს არ გაგვიტარებია ერთმანეთის გარეშე

თებერვლის ერთ მშვენიერ დღეს დაწყებული სიყვარულის ისტორია, დღემდე ჯადოსნურად გრძელდება. ალექს როდრიგესმა რჩეულს ხელი 2019 წელს გრანდიოზული ბრილიანტის ბეჭდით სთხოვა. დაახლოებით 7 თვის შემდეგ, წყვილმა ნიშნობის ცერემონიაც გამართა და მაშინ, როდესაც ყველას გვეგონა, რომ კარს დიდებული საქორწინო ცერემონია მოგვდგომოდა, მსოფლიო პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ჯეილოსა და ალექსის ქორწილს დღემდე სუმოუთქმელად ველით.

ზევით