Sorry ladies! დავით ნინიაშვილი დაინიშნა

გაზიარება:

ქართული რაგბის ახალგაზრდა ვარსკვლავმა, დავით ნინიაშვილმა გასულ ღამეს რჩეულს ხელი სთხოვა. სპორტსმენის და მისი რჩეულის Instagram გვერდებზე ფოტო გამოჩნდა, სადაც მუხლზე დაჩოქილ ნინიაშვილს ხელში ნიშნობის ბეჭდის ყუთი უჭირავს. ცნობილი მორაგბის მეორე ნახევარი look models-ის მოდელი, ლინდა ინაშვილია

ლინდამ, აპლიკაცია BeReal-ში გადაღებული ფოტო გაგვიზიარა, რომელშიც ერთი მხრივ ცალ მუხლზე დაჩოქილ დავით ნინიაშვილს ვხედავთ მეორე ფოტოში კი ლინდას ემოციებს ხელის თხოვნის დროს. 

როგორც ჩანს, რაგბის მსოფლიო თასზე ასპარეზობის შემდეგ, ნინიაშვილს დრო გამოუჩნდა და მნიშვნელოვანი ნაბიჯიც გადადგა. მოგეხსენებათ, რომ 21 წლის ხაზის მოთამაშემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად საფრანგეთში 4 თამაში ჩაატარა და ნაკრებს ჯამში 11 ქულა მოუტანა. მორაგბის ბოლო, უელსთან დადებულ შთამბეჭდავ ლელოს გულშემატკივრებმა ხუმრობით Niniashvili airlines უწოდეს. 

ნინიაშვილის ლელო, დავით ნინიაშვილი, უელსი საქართველო

მიუხედავად იმისა, რომ ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს, რამდენიმე ქართველ მორაგბესთან ერთად, დავით ნინიაშვილის თამაში რაგბი მსოფლიო მედიას შეუმჩნეველი არ დარჩენია. Rugby World Cup-ის Tik-Tok გვერდის ადმინისტრატორი კი აშკარად ნინიაშვილზეა შეყვარებული. 

დავით ნინიაშვილი, ხელი სთხოვა, ხელის თხოვნა, დაინიშნა, ცოლი მოყავს, რაგბი, მსოფლიო, ლელო, ნინიაშვილის ლელო

ზევით