#კინო

„სასოწარკვეთილი დიასახლისები“ ეკრანებზე ბრუნდებიან?

გაზიარება:

2022 წელი იმაზე დამაინტრიგებლად დაიწყო, ვიდრე წარმოგვედგინა. სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის უკანასკნელი სერიის გამოსვლიდან მთელი ათწლეულის შემდეგ გაჩნდა ლოგიკური კითხვა: „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ ეკრანებზე ბრუნდებიან?

საქმე ის გახლავთ, რომ „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ სოციალურ ქსელებში ტელესერიალის მთავარი გმირების, დიდი ხუთეულის ფოტოსურათი გამოჩნდა. სადღესასწაულო კაბებში გამოწყობილი მსახიობების ფოტოსურათს კი ორაზროვანი აღწერა ერთოდა: „სასოწარკვეთით ველოდებით 2022 წელს“.

ახლა კი, ჩვენ და მილიონობით გულშემატკივარი მსოფლიოს გარშემო, სასოწარკვეთით ელოდება მნიშვნელოვან სიახლეებს იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდოთ სერიალის შემქმნელებისგან - ახალ სერიებს? მსახიობების გაერთიანებას თუ რებუთს?

„სასოწარკვეთილი დიასახლისები“ ტელეეკრანებზე პირველი ეპიზოდით 2004 წლის 3 ოქტომბერს გამოჩნდა. ტელესერიალის მხოლოდ პირველმა სეზონმა Emmy-ს 7 ნომინაციიდან 6-ში გაიმარჯვა; მხოლოდ 8 დაუვიწყარი სეზონის შემდეგ, დასასრულს მიუახლოვდა და ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ მაყურებელს დაემშვიდობა.

ტერი ჰეტჩერმა, ფელისიტი ჰაფმანმა, მარსია კროსმა და ევა ლონგორიამ შექმნეს ისტორია, რომლის გაგრძელებასაც დღეს ყველანი მოუთმენლად ველით. თუკი გავიხსენებთ, რომ გასულმა წელმა Friends-ისა და Harry Potter-ის დიდი გაერთიანება გვაჩუქა და And Just Like That წარმოგვიდგინა, მაშინ „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ დაბრუნება ჩვენთან იმაზე რეალურია, ვიდრე ოდესმე.

ზევით