#ცნობილები #მუსიკა #სილამაზე

რიანა Fenty Perfume-ის გამოშვებას აანონსებს

გაზიარება:

ყველამ ვიცოდით, რომ რიანას შემდეგი ნაბიჯი სწორედ სუნამოს გამოშვება იყო, თუმცა ეს პროცესი ძალიან დიდხანს გაიწელა და მხოლოდ ახლა, სულ რამდენიმე დღის წინ, მომღერლის Instagram გვერდზე სიახლის მაუწყებელი ინფორმაცია გამოჩნდა. რიანა Fenty-ს ხაზს პირველ სუნამოსაც ამატებს და საზოგადოებას რაღაც განსაკუთრებულსა და სექსუალურს ჰპირდება.

რიანასთვის ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც ვარსკვლავი სუნამოს ხაზს უშვებს, მომღერლის სახელთან Parlux-ის სახლის 11 სუნამო ასოცირდება, რომელიც ბაზარზე 2010 წელს გამოჩნდა. მომხმარებელთა რჩეულ არომატებში Nude, Reb'l Fleur, და Riri ითვლებოდა.

ჯერჯერობით უცნობია Fenty Eau de Parfum უფრო მასკულინური ხასიათის მატარებელი იქნება თუ ფემინური, თუმცა ის დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რიანას სწორი ნოტების შერჩევის უნარი ნამდვილად აქვს.

უკვე წლებია რიანას გულშემატკივრები მისგან ახალ ალბომს ელიან, თუმცა მომღერლის პასუხად მხოლოდ ბიზნესის ზრდას იღებენ. რიანამ  Fenty Beauty 2017 დააფუძნა და წარმატებული პირველი ნაბიჯის შემდეგ ბიზნეს კოლექციას 2020 წელს Fenty Skin-იც შემატა, ახლა კი Fenty Parfum-ის ჯერი დადგა.

ზევით