#ცნობილები #კინო

Powerful Duo - ზენდაია და ტიმოთი შალამე

გაზიარება:

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ახალი კინოადაპტაციის ხილვის საშუალება ქართველ მაყურებელს კინოთეატრებში, სულ რაღაც 2 დღეში შეეძლება. 21 ოქტომბრიდან დიდი ეკრანებზე ჰოლივუდის ახალი თაობის წარმომადგენლების: ზენდაიასა და ტიმოთი შალამეს მონაწილეობით Dune-ს, როგორც იქნა ვიხილავთ.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, Dune-ს პრემიერა ერთი მეორის მიყოლებით უკვე შედგა და სამსახიობო კოლექტივიც დიდი პრემიერის წითელი ხალიჩის საპატიო სტუმრად და პრეს ტურის პატივსაცემ სტუმრებად გვევლინებიან. რასაკვირველია, მთელი ყურადღება ზენდაიასა და ტიმოთი შალამესკანაა მიმართული, რომლებმაც საერთო გამოჩენით საზოგადოების გულის მოგება, უდავოდ, მოახერხეს.

გასულ ღამეს, ზენდაია და ტიმოთი ლონდონში Dune-ს პრემიერაზე გამოჩნდნენ, ზენდაიამ, გამოჩენისთვის Rick Owens-ის შემოდგომის 2021 ready-to-wear კოლექციიდან შეარჩია კრემისფერი კაბა, ტიმოთის კი  Alexander McQueen-ის შავი კოსტუმი ამშვენებდა, 2021 წლის გაზაფხულის კოლექციიდან.

ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავები ნამდვილად ახერხებენ იმას, რომ პრესისა თუ ფოტოგრაფების ყურადღება მაქსიმალურად მიიპყრონ, ვენეციის კინოფესტივალზე ბრწყინვალე გამოჩენით დაწყებული, Entertainment-ის ვიდეორგოლითა და პრეს ტურით დამთავრებული - ზენდაიასა და ტიმოთის წყვილი სოციალურ ქსელებს იპყრობს და სამართლიანად იმსახურებს Pwerful Duo-ს ტიტულს.

ზევით