#მუსიკა

ყველაფერი, რაც The Voice-ისა და ქართველი მონაწილის - ნინი ბრეგვაძის შესახებ უნდა იცოდეთ

გაზიარება:

სექტემბრის ბოლოდან “ქართველობის” გამოჩენა კიდევ ერთხელ მოგვიწევს. მეგა მუსიკალურ პროექტში ჩვენი მორიგი თანამემამულე მიიღებს მონაწილეობას. ნინი ბრეგვაძე ამერიკული The Voice-ის სცენაზე გამოჩნდება. 

ნინი ბრეგვაძე, the voice, ვოისში, მონაწილეობს, ამერიკა, x ფაქტორი

ნინი საერთაშორისო მუსიკალური პროექტის ქართული ვერსიის - "ახალი ხმის" აღმოჩენაა. მომღერალმა The Voice of Georgia-ში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღო. რამდენიმე წლის შემდეგ კი ქართულ X ფაქტორშიც გამოჩნდა. 

ქართველმა მომღერალმა, რომელიც ბოლო წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სიახლის შესახებ რამდენიმე დღის წინ, საკუთარი სოციალური ქსელების საშუალებით გვამცნო. ნინიმ The Voice-ის ახალი სეზონის კლიპიც გააზიარა, რომელშიც თავად შემსრულებელი ერთ კადრში ჩნდება, თუმცა კლიპს მთლიანად მის მიერ შესრულებული I see red დასდევს ფონად.

ნინი ბრეგვაძე, ვოისის მონაწილე, ამერიკული ვოისი

რაც შეეხება The Voice-ის წლევანდელ სეზონს, პროექტში დიდი ცვლილებაა. 12 წლის მანძილზე პირველად, მსაჯებს შორის ცნობილი ქანთრი მომღერალი - ბლეიკ შელტონი აღარ იჯდება. მის ნაცვლად წითელ სკამს ამავე ჟანრის ლეგენდარული მუსიკოსი - რება მაკენტაიერი დაიკავებს. მასთან ერთად 24-ე სეზონის კონკურსანტებს შორის საუკეთესო ხმას ჯონ ლეჯენდი, გვენ სტეფანი და ნილ ჰორანი აღმოაჩენენ.

the voice, ვოისი, ნინი ბრეგვაძე, ქართველი მომღერალი

The Voice-ის ახალი სეზონი სტარტს 25 სექტემბერს, NBC-ზე აიღებს, მომდევნო დღიდან კი სტრიმები Peacock-ის პლატფორმაზე განთავსდება. შოუ ტრადიციულად ბრმა კასტინგებით დაიწყება, სადაც ათობით მონაწილეს შორის ქართველ ნინი ბრეგვაძესაც ვიხილავთ.

Cat’s out of the bag!! Tune in starting 9/25 at 8P ET/ 7P CT to see how I do on The Voice!!! - წერს ინსტაგრამის პოსტში ნინი.

ზევით