#ცნობილები #კინო

მაკოლეი კალკინი და ბრენდა სონგი მშობლები პირველად გახდნენ

გაზიარება:

ოდესღაც ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა პატარა ვარსკვლავები, მაკოლეი კალკინი და ბრენდა სონგი მშობლები გახდნენ. მსახიობებს, რომლებიც ცნობილნი ფილმებით The Suite Life of Zack & Cody და Home Alone გახდნენ, პირველი საერთო შვილი შეეძინათ. მაკოლეი და ბრენდა ვაჟის მშობლები გახდნენ.

დაკოტა სონგ კალკინი - ასე დაარქვეს მშობლებმა ოჯახის ახალ წევრს და დიახ, სახელი ნამდვილად გოგოსია, ის მაკოლეის დის ხსოვნისთვის შეარჩიეს, რომელიც 2008 წელს დაიღუპა.

დედა, მამა და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ, ოჯახი საოცრად ბედნიერია - განაცხადა წყვილის წარმომადგენელმა

მაკოლეიმ და ბრენდამ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ, ტაილანდში ფილმ Changeland-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და ძალიან მალე დაახლოვდნენ, ურთიერთობის საწყის ეტაპზე ბევრი ფიქრის გარეშე კალკინი და სონგი ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად მშვენიერ სახლში. წყვილი ერთნაირი პიჟამოებით დადიოდა სახლში, ბრენდა პურს თავადვე აცხობდა და მაშინ, როდესაც წყვილს სერიოზულად არავინ აღიქვამდა, ისინი მშობლები გახდნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე ერთად გადავიდნენ.

ზევით