#მოდა

ეთო მიგრიაული იტალიური ELLE-ს გარეკანს ამშვენებს

გაზიარება:

ახალგაზრდა ქართველი მოდელები დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ბრწყინვალე სამოდელო კარიერის შენებას განაგრძობენ. სულ რამდენიმე საათის წინ, იტალიური გამოცემის ELLE-ს ახალი ნომრის გარეკანზე ეთო მიგრიაული გამოჩნდა. სახასიათო გარეგნობის და მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებით ეთომ მოახერხა და არა ერთი აღიარებული ბრენდის სახე გახდა, გავლენიანი გამოცემის ყდის დამშვენება კი მისი კარიერულ პორტფოლიოში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

ELLE-ს საკვირაო გამოცემა თავიდან ბოლომდე შემოდგომას ეხება, ეთო მიგრიაულის ჩაცმულობაზე სტილისტმა კაროლა ბიანჩიმ იზრუნა, ფოტოგრაფად კი ცნობილი დანილო ბიანჩი მოგვევლინა.

ეთო მიგრიაულის დედა სააგენტოდ Geomodels Agency გვევლინება, უკვე რამდენიმე წელია ეთო საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმატებულად მოღვაწეობს და თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Gucci, Valentino, Fendi, Emillio Pucci თუ David Koma.

ზევით