#მოდა #ცნობილები

ეშლი გრეჰემი მეორე შვილს ელოდება

გაზიარება:

პლუს ზომის მოდელი ეშლი გრეჰემი დედა მეორედ გახდება, ეშლი და მისი მეუღლე ჯასტინ ერვინი, რიგით მეორე შვილს ელოდებიან. სიახლე გრეჰემმა გამომწერებს სოციალური ქსელის მეშვეობით გაუზიარა და Instagram-ზე მომავალი დედის ამპლუაში გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა.

გასული წელი სავსე იყო პატარპატარა სიურპრიზებით, დიდი დანაკარგებით, ნაცნობი საწყისებითა თუ ახალი ისტორიებით. მე ყველაფრის გაანალიზებას მხოლოდ ახლა ვიწყებ და ჩემს ცხოვრებაში ახალი თავისთვის ვემზადები.

ეშლი გრეჰემმა და ჯასტინ ერვინმა ერთმანეთი 2009 წელს გაიცნეს, მათი ურთიერთობა იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ეშლიმ და ჯასტინმა სულ რაღაც 1 წელიწადში იქორწინეს. პირადი ცხოვრებით ტკბობისა და კარიერაზე მუხლჩაუხრელად მუშაობის ფონზე, წყვილი, ახალ ეტაპზე გადასვლას არ ჩქარობდა და ქორწინებიდან, მხოლოდ 10 წლის შემდეგ მათ ოჯახს ახალი წევრი ისააკ მენელიკ ჯოვანი ერვინი შეემატა. ახლა კი ეშლი და ჯასტინი დიდ ოთხეულად ქცევისთვის ემზადებიან.

ზევით