წყვილები, რომლებიც ჭეშმარიტი სიყვარულისა და  ხანგრძლივი ქორწინების ნამდვილი მაგალითია

2021 წელი არც ისე სასიხარულო სიახლით დაიწყო,  ერთი-ერთი ყველაზე ვარსკვლავური წყვილი კიმ კარდაშიანი და ქანიე უესტი განქორწინდებიან. თუმცა, არიან სხვა, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი წყვილები, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, რომელთა მრავალწლიანი თანაცხოვრება და ურთიერთობები ნამდვილ აღტაცებას იწვევს. 

 

დევიდ და ვიქტორია ბექჰემი

ბექჰემები

წყვილმა ერთმანეთი 1997 წელს გაიცნო. დევიდ ბექჰემი ამ დროს საფეხბურთო გუნდის Manchester United-ის წევრი იყო, ხოლო ვიქტორია ბექჰემი მუსიკალური გუნდის Spice Girls. წყვილი 1999 წელს დაქორწინდა და დღეს ოთხი შვილის ბედნიერი მშობლები არიან. არაერთხელ გავრცელდა ჭორი, რომ ვიქტორია და დევიდი განქორწინებას აპირებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი წყვილია და ჭორები ჭორებად დარჩა.

 

კათრინ ზიტა-ჯონზი და მაიკლ დუგლასი 

კათრინ ზიტა-ჯონზი და მაიკლ დუგლასი 

ამ წყვილის ქორწილი ყოველთვის იწვევდა ჭორებსა და მითქმა-მოთქმებს. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი, რომელსაც ნებისმიერი მამაკაცის გულის მოგება შეეძლო, ცოლად 25 წლით მასზე უფროსს მამაკაცს გაყვა. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ციფრი 25 საბედისწერო ნიშანს ატარებს წყვილის ცხოვრებაში - კათრინსაც და მაიკლსაც დაბადების დღე 25 სექტემბერს აქვს. თუ კი წყვილის ფოტომომენტებს თვალს გადავავლებთ, მათ ჯადოსნური სიყვარული აერთიანებთ, რაც საზოგადოების მიერ მოხვეულ სტერეოტიპს ამსხვრევს! 

 

ჰიუ ჯეკმენი და დებორა-ლი ფერნესი

ჰიუ ჯეკმენი და დებორა-ლი ფერნესი

ოსკაროსანი მსახიობის ჰიუ ჯეკმენისა და ავსტრალიელი პროდიუსერის დებორა-ლი ფერნესის სასიყვარულო ურთიერთობებიც ყველანაირი სტერეოტიპების წინააღმდეგ მიდის. ჰიუ ჯეკმენი მეუღლეზე 13 წლით უმცროსია და ასაკობრივ სხვაობა მათთვის ხელისშემშლელი არასდროს ყოფილა. ამა წლის აპრილში, წყვილი ვერცხლის ქორწილს აღნიშნავს. ჰიუ და დებორა 1996 წლის აპრილში მელბურნში დაქორწინდნენ. ერთმანეთი კი ავსტრალიაში გაიცნეს, ტელეშოუს Correlli გადაღებისას და ორი უმშვენიერესი შვილის ოსკარისა და ევას მშობლები არიან. 

 

ბლეიქ ლაივლი და რაიან რეინოლდსი 

ბლეიქ ლაივლი და რაიან რეინოლდსი 

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი 2012 წელს დაქორწინდა და მას შემდეგ ბედნიერად თანაცხოვრობენ. ბლეიქ ლაივლისა და რაიან რეინოლდს ულამაზესი გოგონები ყავთ და მათი ცხოვრება ისეთი ჩანს, რომ არაერთი რომანტიკული ფილმის ინსპირაციად შეიძლება იქცეს. 

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე

ბერა ივანიშვილი და ნანუკა

ჩვენთვის უცნობია, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბერამ და ნანუკამ, თუმცა მომსწრე ვართ მათი პომპეზური ქორწილისა, რომელიც 2018 წლის 11 ნომერბს ბიოლში გაიმართა. ჯვრისწერა კი წყვილს მცხეთაში, სვეტიცხოველში ქონდა. ტრადიციულ ქართულ ჩოხაში გამოწყობილი ბერა ეკლესიაში ელოდებოდა ნანუკას. თვალისმომჭრელად ლამაზი პატარძალი სვეტიცხოველში ქართული ორნამენტებით გაწყობილ საქორწილო კაბაში შემოსილი გამოცხადდა. წყვილს 2019 წლის 29 ნოემბერს პატარაც შეეძინა და როგორც ცნობილია, ბერამ და ნანუკამ შვილს სახელი მათი სახელების შერწყმის შედეგად დაარქვეს - ბერ (ბერ-ა) + უკა (ნან-უკა).

 

ქრის ტეიგენი და ჯონ ლეჯენდი 

ქრის ტეიგენი და ჯონ ლეჯენდი

თუ კი არსებობს მცნება  #couplegoals, დეფინიციად შეიძლება სწორედ ეს წყვილი იქცეს. ქრისმა და ჯონმა ერთმანეთი 2007 წელს მუსიკალური კლიპის გადაღებისას გაიცნეს. წყვილი 5 წლიანი რომანტიკული ურთიერთობების შემდეგ, 2013 წელს დაქორწინად, მათ დღეს უზარმაზარი სიყვარული და ორი შვილი - გოგო და ბიჭი აერთიანებთ.

 

ანუკი არეშიძე და კახა კალაძე

ანუკი არეშიძე და კახი კალაძე

თბილისის მერმა კახი კალაძემ და დიზაინერმა ანუკი არეშიძემ თერთმეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჯვარი 2019 წლისს ივნისში კახეთში, გრემის ტაძარში დაიწერეს. ყოფილი მოდელისა და დღეს, წარმატებული დიზაინერის ინსტაგრამ გვერდს თვალს თუ აქტიურად ადევნებთ, შემჩნევთ, რომ წყვილი განუყრელია. ანუკიმ და კახიმ ერთმანეთი მილანში გაიცნეს, სადაც ანუკი სამოდელო სააგენტოს მიწვევით იმყოფებოდა. კახისა და ანუკის ოთხი შვილი ყავს და ვიტყოდით, რომ ისინი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილია.

 

უილ სმითი და ჯეიდა კორენ პინკეტი 

უილ სმითი და ჯეიდა კორენ პინკეტი 

უილ სმითი და ჯეიდა, წელს ქორწინების 23 წლის თავს იზეიმებენ. მწყვილმა ერთმანეთი 1994 წელს გაიცნო და 3 წლის შემდეგ, ახალი წლის ღამეს დაქორწინდა. ეს ის წყვილია, რომელთა მრავალწლიანი თანაცხოვრება და ურთიერთობები ნამდვილ აღტაცებას იწვევს. 

 

ტომ ჰენკსი და რიტა უილსონი

ტომ ჰენკსი და რიტა უილსონი

მსახიობიობები 1988 წელს დაქორწინდნენ, მაშინ, როდესაც ჩვენი მკითხველების უმეტესობა დაბადებულიც კი არ იყო. წყვილი განუშორებელია და მუდამ ერთად არიან. სხვათაშორის ტომ ჰენკსსა და რიტა უილსონს Covid-19 ვარსკვლავებს შორის პირველებს დაუდასტურდათ და მათ ეს ვირუსიც კი ერთად დაძლიეს. წყვილს ორი შვილი ყავს ჩესტერი და თრუმენი და ნამდვილ #couplegoals წარმოადგენენ. 

 

მერილ სტრიპი და დონ გამერი 

მერილ სტრიპი და დონ გამერი 

მსახიობისა და მოქანდაკის სიყვარულის ისტორია 42 წელს ითვლის. როგორც წყვილი აღნიშნავს, ისინი არამხოლოდ შეყვარებულები, არამედ საუკეთესო მეგობრებიც არიან! მერილ სტრიპისა და დონ გამერის 1978 წელს დაწყებული სიყვარულის ისტორია დღემდე გრძელდება და ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მისაბაძ ოჯახად ითვლება.

ზევით