#კულტურა

8 ხელოვანი ქალი, რომელთა შემოქმედებასაც უნდა გაეცნოთ

გაზიარება:

რამდენი ხელოვანი ქალი იკავებს თქვენს პირად კოლექციაში საპატიო ადგილს? - საბედნიეროდ, ეს შეკითხვა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში საკმაოდ მოთხოვნად პოპულარულ იქცა, კოლექციონერებსა თუ არტ დილერებში, რამაც ხელოვნების სამყაროში ქალი შემოქმედების აღორძინებას და მათ პოპულარიზაციას დიდწილად შეუწყო ხელი.

8 მარტის აღსანიშნად, გთავაზობთ 8 ხელოვან ქალს, რომელთა შემოქმედებას ახლავე უნდა გაეცნოთ და შეიყვაროთ.

1. ქლოი ვაისი

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Chloe Wise (@chloewise_)

მრავლისმთქმელი პორტრეტებითა და უნიკალური ხელწერით, ქლოი ხელოვანთა სამყარომ 2019 წელს აღმოაჩინა და ის მალევე იქცა მსოფლიო სენსაციად. ქლოიმ საკუთარი ნამუშევრები როგორც პარიზში, აგრეთვე ნიუ-იორკში რამდენჯერმე გამოფინა და ისეთი ცნობილი ადამიანების ფავორიტად იქცა, როგორებიც სუკი უატერჰაუსი და საიმონ პორტე ჟაკმუსი არიან.

2. ანტონია შოვერინგი

30 წლის ვირტუოზმა ხელოვანმა ანტონია შოვერინგმა, გასული წლის აგვისტოს თვეში, ჯაი ჯოპლინგის White Cube-ის გალერეაში სოლო გამოფენა გამართა. ფერებით თამაშის დიდოსტატი კამილა ჩარირემ და ადვოა აბოამ უკვე აღმოაჩინეს და სოციალურ ქსელში ანტონიას შემოქმედებას სერიოზული პოპულარიზაციაც გაუწიეს.

3. აუსტინ ვეინერი

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by AUSTYN (@austyn)

ჯიჯი ჰადიდის ერთგულ გულშემატკივრებს ეცოდინებათ, რომ სუპერმოდელის ფავორიტი ხელოვანი სწორედ აუსტინ ვეინერია. ჯიჯიმ და აუსტინმა ერთმანეთი UNICEF-ის საქველმოქმედო საქმიანობის დროს გაიცნეს და მაშ შემდეგ სუპერმოდელი ვეინერის დიდი გულშემატკივარი გახდა. აუსტინის შემოქმედება მკვეთრ ფერთა ერთობლიობას წარმოადგენს, რომელთა სიღრმეებში მხატვრის ჩანაფიქრს აუცილებლად დაინახავთ.

4. ნენგი ომუკუ

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nengi Omuku (@nengiomuku)

ნიგერიერი მხატვარი ნენგი ოკუმუ, თანამედროვე ხელოვნების ახალ ხმას წარმოადგენს. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი აფრიკულ სტილს უკავია, ნენგი საოცარი მომხიბვლელობით გადმოსცემს ფერადკანიანი ქალების ნახატებს, მათი სახეების ჩვენების გარეშეც. 37 წლის ნენგი ომუკუს პატივი ხვდა დედოფალ ელისაბედ II-ის ღონისძიებაზე, საკუთარი ნამუშევრები წარმოედგინა.

5. ჰერმიონა გიბსი

მრავალფეროვანი პეიზაჟებითა და იშვიათი, თუმცა მომნუსხველი პორტრეტებით ცნობლი ჰერმიონა გიბსი, ხელოვნების სამყაროში თავის დამკვიდრებას აგრძელებს. გასულ შემოდგომას ჰერმიონას ლედი ამელია უინძორის პორტრეტის დახატვის პატივიც კი ერგო.

6. ალბა ჰოდსოლი

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by 😱 (@albahodsollstudio)

ინგლისელი მხატვრის, ალბა ჰოდსოლის, ნამუშევრები, თავშეკავებული ელეგანტურობისა და ხორციელი სურვილების დაპირისპირების მომაჯადოებელ ნიმუშს წარმოადგენს. 31 წლის ალბა, ცნობილი კოლექციონერების ფავორიტი და რჩეული გალერეების სტუმარიც ხშირად გახლავთ.

7. ვიქტორია დე ლესეპი

გრაფი ალექსანდრე დე ლესეპის ქალიშვილი, ხელოვნების სამყაროსთვის კარგად ცნობილი შემოქმედია, ის ყველაზე მოდური კოლექციონერების სასურველ მხატვრად ითვლება და ბოლო პერიოდში ვიქტორიას ნამუშევრები ერთგვარ must have პროდუქტადაც კი იქცა ხელოვანთა ელიტაში.

8. ანი მორისი

რა მიუთითებს ნამდვილ ერუდიტ ხელოვან კოლექციონერზე? - პასუხი შესაძლოა ენი მორისის ქანდაკებებში იმალებოდეს. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელოვანი ორიგინალური ქმნილებებითა და კრეატიული აზროვნებით გამოირჩევა, რაც ხელოვნების სამყაროში შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ანიმაც აღიარება საკმაოდ მცირე დროში მოიპოვა.

ზევით