#მოდა #ცნობილები

3 ვინტაჟური საათი, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს

გაზიარება:

ყველა დროის ყველაზე ელეგანტური ქალების მაგალითზე დაყრდნობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკულტო საათები, მარადიული კლასიკის გამოძახილს წარმოადგენენ. მხოლოდ ბრილიანტები როდი არიან ქალების საუკეთესო მეგობრები, საათებიც უკვდავ აქსესუართა რიცხვში ერთიანდებიან.

Rolex Datejust, დღესაც ისეთივე თანამედროვეა და მოთხოვნადია, როგორც მაშინ, როდესაც მას მონაკოს პრინცესა გრეის კელი ატარებდა. რაც ნათლად უსვამს ხაზს მისი გავლენის ძალას.

Rolex Datejust

მონაკოს პრინცესა გრეის კელი ხელზე Rolex Datejust-ის საათით

Rolex-ის გაყიდვების ლიდერი 1945 წელს, ბრენდის 40-წლიანი საიუბილეო თარიღის აღსანიშნად შეიქმნა. რა ხდის ამ მოდელს ასეთ მნიშვნელოვანს? - ის ავტომატურად ცვლის თარიღს (DATEjust), რაც ახლა შესაძლოა სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად მოგეჩვენოთ, თუმცა საუბარია 40-იან წლებზე და იმდროინდელ როვოლუციაზე ტექნოლოგიაში, რამაც ისეთი უკუკავშირი შექმნა, რომ მოდელი დღემდე ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ბრენდის ისტორიაში.

Cartier Tank

უელსის პრინცესა დიანა Cartier Tank საათით

ამ დიდებულსა და ელეგანტურ მოდელს Cartier-სგან, რომელიც ქალების სიყვარულს და პატივისცემას ათწლეულებია იმსახურებს, საინტერესო დასაბამი აქვს. მისი ისტორია სათავეს პირველი მსოფლიო ომის პერიოდში იღებს, როდესაც დახვეწილი აქსესუარი 1917 წელს სამხედრო ტანკის შთაგონებით იქმნება. მას შემდეგ  Cartier Tank-ი ხდება ისეთი ქალების განუყრელი ატრიბუტი, როგორებიც ჟაკლინ კენედი, პრინცესა დიანა თუ მეგან მარკლი არიან.

Bulgari Serpenti

ელიზაბეტ ტეილორი კლეოპატრას გადასაღებ მოედანზე Bulgari Serpenti-ს საათით 

გველების აქსესუარებში გამოყენების ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს და ფესვებს დედამიწის თითქმის ყველა კულტურასა და რელიგიაში პოულობს. თუმცა, როდესაც საქმე გველის ფორმის საათს ეხება, ყველას მხოლოდ Bulgari-ს საკულტო აქსესუარი გვახსენდება. დაგრეხილი მაჯის საათი, ელიზაბეტ ტეილორმა 1962 წელს კლეოპატრას გადასაღებ მოედანზე მიიღო საჩუქრად, თუმცა მას შემდეგ ხელიდან თითქმის არ მოუხსნია. 

ზევით