#კინო

სერ მაიკლ გამბონი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა - ვემშვიდობებით ალბუს დამბლდორს

გაზიარება:

სერ მაიკლ გამბონი, რომლის სამსახიობო ოსტატობაც თეატრს, კინოსა და ტელევიზიას ერთნაირად დააკლდება, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. არტისტი, რომელიც მილენიალებს ყოველთვის ალბუს დამბულდორის როლში გვემახსოვრება, პნევმონიის მიერ გამოწვეულ გართულებებს ემსხვერპლა.

დამბლდორი, ჰარი პოტერი, სერ მაიკლ გამბონი, გარდაიცვალა 82 წლის

სერ მაიკლის ცოლის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ამ სამყაროდან მშვიდად წავიდა, მის სასთუმალთან კი მოსიყვარულე მეუღლე - ენი და ვაჟი - ფერგიუსი იდგნენ.

ირლანდიაში დაბადებული მსახიობის ოჯახი ლონდონში სერ მაიკლის სამსახიობო კარიერის გამო გადავიდა. გამბონი წლების მანძილზე ბრიტანეთის ეროვნული თეატრის სცენაზე თამაშობდა. სამი ოლივერის ჯილდოს, მსახიობთა გილდიის, ბრიტანეთის აკადემიის სატელევიზიო ჯილდოსა და დამოუკიდებელი ბრიტანული კინო ჯილდოების მფლობელი მსახიობის კინო დებიუტი 1965 წელს, ფილმში Othello შედგა.

სერ მაიკლ გამბონი, დამბლდორი, ჰარი პოტერი

წლების მანძილზე მსახიობის კარიერა სცენასა თუ ეკრანზე წინ და წინ მიიწევდა, თუმცა საერთაშორისო წარმატების საწინდარი მაიკლისთვის 1986 წელს, BBC-ის სერიალში, The Singing Detective შესრულებული როლი აღმოჩნდა, რომელმაც გამბონს ბრიტანული აკადემიის პირველი სატელევიზიო ჯილდო მოუტანა.

ალბუს დამბლდორი, ჰარი პოტერი, გამბონი, გარდაიცვალა
1987 წელი, Bafta Awards. ბობ ჰოსკინსი და სერ მაიკლ გამბონი

ლეგენდარული მსახიობი “პოტერიანას” კლანს მესამე ფილმიდან შეუერთდა. როლის პირველი შემსრულებლის - რიჩარდ ჰარისის გარდაცვალების შემდეგ, (რომელიც “ჰარი პოტერის” ფილმების პირველ ორ ნაწილში გვევლინება) ჰოგვარდსის სკოლის დირექტორის როლზე სწორედ გამბონი შეირჩა. “

ჰარი პოტერი, დამბლდორი, გარდაიცვალა
2004 წელი, Harry Potter and the Prisoner of Azkaban 

მან გვაჩვენა, თუ როგორ უნდა ატარო დიდება მსუბუქად” - ემა უოტსონი

თეთრი წვერით, მკაცრი გამოხედვითა და სანდომიანი ხმით, სერ მაიკლ გამბონის მიერ შექმნილი დამბლდორი ჰარი პოტერის თაყვანისმცემლებისთვის უკვდავ გმირად დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ ჯოან როულინგის წიგნების ეკრანიზაცია მისი კარიერის მხოლოდ მცირედი ნაწილია, გამბონის გულში “ჰარი პოტერი” გამორჩეულ ადგილს იკავებდა.

ჰარი პოტერი, დამბლდორი, ჰოგვარდსი

ერთ-ერთი პრეს კონფერენციის დროს შეკითხვაზე, რომელია მისთვის გამორჩეული მომენტი ფილმიდან, მსახიობმა “ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების” მეორე (საბოლოო) ნაწილი გაიხსენა:

“როდესაც დენიელს ბაქანზე მოჩვენებად ვეცხადები და ვამბობ: - ჰარი! ამ მომენტში კი ტირილი მომინდა. ეს ჩემი საყვარელი მომენტია” - სერ მაიკლ გამბონი

ზევით