კამალა vs ტრამპი - საპრეზიდენტო დებატების ჩემპიონი ვიცე პრეზიდენტია
2024 წლის საპრეზიდენტო დებატებში კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი "გაანადგურა". ვიცე პრეზიდენტს კი საჯარო მხარდაჭერა ტეილორ სუიფტმა გამოუცხადა.
ბოლო რამდენიმე წელია, მოსწავლეებისთვის სასურველი პროფესიების მოწინავე პოზიციას კომპიუტერული მეცნიერებები იკავებს. ალბათ უკვე ყველა მხრიდან გესმით სიტყვები: კოდირება, პროგრამირება, პროგრამირების ენები და სხვა. მოდით, ერთად გავეცნოთ ამ პროფესიასთან დაკავშირებულ ძირითად ინფორმაციას და ვნახოთ ის პოზიციები, რომლებიც ამ სფეროში დასაქმების მხრივ ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია.
შრომის სტატისტიკის ბიუროს (BLS) მიხედვით, 2021 წლის მონაცემებით, კომპიუტერული პროგრამისტის საშუალო წლიური ანაზღაურება 93,000 დოლარს უდრის. საქართველოში კი, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ამ სფეროში საშუალო თვიური ხელფასი 4,500 ლარია. ბუნებრივია ეს მონაცემები იმის მიხედვით იცვლება, თუ რამდენ ხნიანია დასაქმებულის გამოცდილება და პროგრამირების რომელ ენას ფლობს იგი.
კოდირება კომპიუტერის მოხმარებისა და მასთან ეფექტური კომუნიკაციის მეთოდია. პროგრამისტი კომპიუტერს კოდირებით, მისთვის გასაგებ ენაზე, მითითებებს აძლევს კონკრეტული ფუნქციების შესასრულებლად. ეს პროცესი საშუალებას გვაძლევს კომპიუტერული პროგრამები, ვებსაიტები, აპები და ვიდეო თამაშები შევქმნათ.
კომპიუტერთან სასაუბროდ, პროგრამისტები კოდირების სხვადასხვა ენას სწავლობენ. “Binary code” ყველა კომპიუტერის ძირითადი ენაა. ის მხოლოდ ორი რიცხვისგან შედგება: ერთი და ნული. ეს კოდის ენა საშუალებას აძლევს პროგრამისტებს, კომპიუტერისთვის მარტივი ინსტრუქციები შექმნან.
პროგრამირების ენები ორ ტიპად იყოფა, მაღალი და დაბალი დონის ენებად. პირველ კატეგორიაში ისეთი ენები შედის, რომლებიც მოწყობილობაზეა ორიენტირებული და ისეთ ინსტრუქციებს წერენ, რომლებიც კონკრეტული მოწყობილობისთვისაა გასაგები. ხოლო მაღალი დონის ენები, როგორიცაა პითონი, მომხმარებელზეა ორიენტირებული. მაღალი დონის კოდირების ენები ადამიანურ ენასთან უფრო ახლოს დგანან - ისინი უფრო მეტ ნიუანსს შეიცავენ და გაცილებით რთული ალგორითმისთვის არიან შექმნილები.
რომელი პროფესიები უკავშირდება კომპიუტერულ მეცნიერებებს?
კომპიუტერული პროგრამირების სპეციალისტი
კომპიუტერული პროგრამისტები კოდს წერენ და ამოწმებენ აპლიკაციების გამართულობას. მათ ევალებათ აპლიკაციების პროგრამული უზრუნველყოფა. ამ პროფესიონალებმა, როგორც წესი, მრავალი კოდირების ენა იციან. მათ შეუძლიათ იმუშაონ ინდივიდუალურად ან გუნდში. პროგრამისტები საერთაშორისო ბაზარზე საშუალოდ წლიურად 93,000 აშშ დოლარს გამოიმუშავებენ.
კომპიუტერული ქსელების “არქიტექტორი”
ამ სფეროს პროფესიონალები მონაცემთა საკომუნიკაციო ქსელებს აგებენ. ეს ქსელები შეიძლება იყოს მცირე მასშტაბის, მაგალითად ერთ რომელიმე ოფისში, ან ისეთივე მასშტაბური, როგორიცაა cloud computing. მათი საშუალო ხელფასი 120,520 აშშ დოლარია და მზარდი ბაზრის კატეგორიას წარმოადგენს.
პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი (Software developer)
დეველოპერები არსებული პროგრამების პროგრამული უზრუნველყოფასა და მათ განახლებაზე მუშაობენ. ისინი მონაწილეობას იღებენ პროგრამების ტესტირების პროცესში. ზოგჯერ სხვა ტექნიკურ პროფესიონალებს კონსულტაციებსაც უწევენ, ისინი მათ გამარტივებული პროდუქტის შექმნაში ეხმარებიან. დეველოპერების საშუალო წლიური ხელფასი 120,730 აშშ დოლარია და ამ ბიზნესში, მომავალი 10 წლის მანძილზე მოსალოდნელია, რომ 25%-ით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ვებ-დეველოპერი
ვებ დეველოპერები ვებ-გვერდებსა და აპლიკაციებს ქმნიან. ისინი front-end ან/და back-end დეველოპმენტზე მუშაობენ. არსებულ ვებ-გვერდებსა და აპლიკაციების მუშაობასაც უწევენ მონიტორინგს. მათი საშუალო წლიური ხელფასი 79,890 აშშ დოლარია და 2031 წლისთვის, ახლანდელზე 23%-ით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება ამ ინდუსტრიაში.
მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
ეს ადამიანები ქმნიან და/ან მართავენ ისეთ კომპიუტერულ სისტემებს, რომლებიც მონაცემების შენახვაზე არიან ორიენტირებულები. ადმინისტრატორები ასევე მომხმარებლის მონაცემების გარე შეტევებისგან დაცვას ან შიდა მონაცემების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. მათი წლიური საშუალო ხელფასი 96,710 აშშ დოლარია.
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, IT სფეროსადმი ინტერესი დღითი-დღე იზრდება. ბუნებრივია ეს მომავლის ინდუსტრიაა და ფინანსური კუთხით დიდი განვითარების საშუალებას იძლევა, თანაც მუდმივი სიახლეებისა და განვითარების სფეროა. თუ გაინტერესებთ კომპიუტერული მეცნიერების სფერო, შეგიძლიათ ონლაინ კურსებს გადახედოთ, სასწავლო კურსებს საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებიც გვთავაზობენ, ასევე კერძო, დიდი ხნის გამოცდილების მქონე აკადემიებიც.
ვებ-გვერდები : Khan Academy, Treehouse, freeCodeCamp
პოპულარული აპლიკაციები კოდის წერის სასწავლად : Mimo, Codecademy, Programming Hero