#სპორტი #Rugby

შავი ლომი v კლერმონი - რას ველით გადამწყვეტი მატჩისგან?!

გაზიარება:

დღეს ის დღეა, მხოლოდ ერთი ფრაზა რომ გვიტრიალებს თავში - “რაგბი ჩვენი თამაშია”! 20 იანვარს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩს მასპინძლობს, სადაც ტურნირზე ქართული “შავი ლომის” ბედი გადაწყდება.

შავი ლომი, კლერმონი, თამაში, რაგბი, 20 იანვარი, მესხის სტადიონზე
წყარო: ირაკლი ტყემალაძე (სრკ)

შავი ლომისა და კლერმონის დაპირისპირება 17:00 საათზეა დაგეგმილი. ტურნირის ფორმატის თანახმად, პლეი-ოფში 3 ჯგუფის ოთხ-ოთხი საუკეთესო ნაკრები გადის, რომელთაც ჩემპიონთა თასის ჯგუფების მეხუთეადგილოსნები დაემატებიან. იმისათვის, რომ შავი ლომი ჯგუფიდან გავიდეს, კლერმონთან ბონუს ქულით უნდა მოვიგოთ, ანუ უნდა დავამიწოთ 4 ლელო. გარდა ამისა, ანგარიშში სხვაობა 8 ქულაზე მეტი უნდა დაფიქსიდრეს.

საქართველო-კლერმონი, თამაში, მიხეილ მესხის სტადიონი, 20 იანვარი
წყარო: ირაკლი ტყემალაძე (სრკ)

გუშინ შავმა ლომმა მიხეილ მესხზე კაპიტნის ვარჯიში გამართა, რომელსაც საქართველოს ნაკრებისა და შავი ლომის ახალი მთავარი მწვრთვნელი - ინგლისელი რიჩარდ კოკერილიც ესწრებოდა.

კლერმონი-საქართველოს თამაში, მიხეილ მესხის სტადიონზე, 20 იანვარი
წყარო: ირაკლი ტყემალაძე (სრკ)

“კლერმონს ქართულ რაგბისთან მჭიდრო კავშირი აქვს, მის რიგებში არაერთ ლეგენდარულ ქართველ მორაგბეს უთამაშია და ეს ფრანგების დამოკიდებულებაშიც ჩანს. ისინი თბილისში ფაქტობრივად უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდნენ. ვიცით, რომ ურთულესი იქნება გამარჯვება, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს და ამისათვის მაქსიმუმს გავიღებთ.” - მერაბ (ბუკა) შარიქაძე.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მატჩის დაწყებამდე “სარაგბო ზეიმი” მოეწყობა. 15:30-ზე სტადიონზე ლეგენდარული იამაიკელი მომღერლის - დაიანა კინგის კონცერტი გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგაც მოედანზე გადამწყვეტი მატჩის პირველი სასტვენი გაისმება.

ზევით