კამალა vs ტრამპი - საპრეზიდენტო დებატების ჩემპიონი ვიცე პრეზიდენტია
2024 წლის საპრეზიდენტო დებატებში კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი "გაანადგურა". ვიცე პრეზიდენტს კი საჯარო მხარდაჭერა ტეილორ სუიფტმა გამოუცხადა.
თავდაპირველად, კრიპტოვალუტის სამყარო შესაძლოა ძალიან რთული და ამოუცნობი ჩანდეს. ინფორმაციის მისაღებად უამრავი წყარო მოგვეპოვება, მაგრამ მაინც არ არის მარტივი გადავწყვიტოთ, რომელი მათგანია ყველაზე სანდო. თუ ახალია თქვენთვის კრიპტოს ეკოსისტემა, ჩვენ შემოგთავაზებთ 2024 წლის საუკეთესო ვებგვერდებს, რათა თქვენი ახალი საქმიანობის შესახებ მაქსიმალურად სანდო პლატფორმები გამოიყენოთ.
CoinDesk
CoinDesk მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტო მედია საშუალებაა. ის 2013 წელს დაარსდა და დღემდე წარმატებით მუშაობს. CoinDesk-ზე შეგიძლიათ, გაეცნოთ სტატიებს ახალი ამბების შესახებ, უყუროთ საჭირო ვიდეოებს, მოუსმინოთ პოდკასტებს და ექსპერტების მოსაზრებებს.
UToday
U.Today გლობალური მედია ორგანიზაციაა, რომელიც დუბაიშია დაფუძნებული. გარდა ახალი ამბებისა და ტენდენციური თემების გაშუქებისა, U.Today კრიპტოვალუტის სამყაროში ყველა წარმატებულ ადამიანებთან ინტერვიუებს გვთავაზობს. ამასთანავე აქვე გაეცნობით ისეთი კრიპტოვალუტების სახელმძღვანელოებს, როგორიცაა Bitcoin და Ethereum, და სხვადასხვა მონეტების ფასების ანალიზსაც იხილავთ.
Decrypt
Decrypt 2018 წელს დაარსდა და კრიპტოვალუტის სიახლეების ერთ-ერთ ყველაზე სანდო წყაროდ ითვლება. აქ კრიპტო სიახლეებთან ერთად, შეხვდებით კრიპტო სამყაროში დამწყებებისთვის კურსებს და ძირეულ განხილვებს კრიპტოვალუტის ყველაზე დიდი თემების ირგვლივ.
Bankless
Bankless არის ექსკლუზიურად ნიუსლეთერებისა და პოდკასტისთვის, რომელიც რაიან შონ ადამსმა და დევიდ ჰოფმანმა დააარსეს. გამოცემის კონტენტი კრიპტო-ინვესტორების დასახმარებლადაა შექმნილია, რათა გაუმარტივონ მათ ბანკების გარეშე შეძლონ ოპერირება ღია ფინანსური პროტოკოლების დახმარებით. Bankless ძირითადად Ethereum-ის ეკოსისტემაში, DeFi აპლიკაციებზე მუშაობს.
BeInCrypto
BeInCrypto-ც კრიპტო სიახლეებზე მუშაობს, ამ პლატფორმაზე სხვადასხვა კრიპტოვალუტის ტექნიკურ ანალიზს გაეცნობით. საიტზე ასევე განთავსებულია კრიპტოვალუტის სამყაროში ღია პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობები.
The Block
Block-შიც კრიპტო სიახლეები, სიღრმისეული კვლევების შედეგები და მონაცემთა დაფები on-chain metrics-ის საილუსტრაციოდ. საიტი ასევე მოიცავს ისეთ საბაზისო თემებს, როგორიცაა კრიპტო გეიმინგი თუ მეტავერსი.
Bitcoin Magazine
Bitcoin Magazine 2012 წელს დაარსდა და ბიტკოინის შესახებ ახალ ამბებისა და ექსპერტების კომენტარებს გვიზიარებს. ზემოთ განხილული მედია საშუალებებისგან განსხვავებით Bitcoin Magazine ორიენტირებული ბიტკოინზეა და სხვა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ სიახლეებს არ აქვეყნებს.
Blockworks
Blockworks-ში იხილავთ კრიპტოსთან დაკავშირებულ თემებზე ვებინარებს და საინტერესო პოდკასტებისაც გაეცნობით. Blockworks-ს აქვს კვლევითი პლატფორმაც, რომელიც ინვესტორებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა თემებზე სიღრმისეული კვლევები ჩაატარონ.
Coin Bureau
Coin Bureau ახალი ამბებს, პოდკასტებსა და YouTube არხს აერთიანებს. YouTube არხი კრიპტოვალუტის შესახებ საგანმანათლებლო შინაარსის ვიდეოებს აქვეყნებს. გამოცემა კონტენტს კრიპტოვალუტის ბირჟების მიმოხილვებიდან დაწყებული, სხვადასხვა კრიპტოვალუტის დაღმასვლისა და ფედერალური სარეზერვო პოლიტიკის ანალიზით დამთავრებული ყველაფერზე გვთავაზობს.
The Defiant
The Defiant არის ნიუსლეთერებისა და პოდკასტების პლატფორმა, რომელიც კამილა რუსომ, Bloomberg-ის ყოფილმა ფინანსურმა ჟურნალისტმა დააარსა. ეს მედია საშუალება ძირითადად DeFi-ს აპლიკაციებზეა ორიენტირებული. აქ თქვენ მოისმენთ DeFi-ს სამყაროში მომუშავე მნიშნელოვანი ფიგურების იტერვიუებს, თვითონ ამ აპლიკაციების პროტოკოლის შესახებ ინფორმაციებსაც გაეცნობით.
Reddit-ს აქვს ე.წ subreddit-ები, სადაც მომხმარებლები ერთმანეთს გამოცდილებებსა და მოსაზრებებს უზიარებენ. ასეთი subreddit-ებია r/ethereum, r/cryptocurrency, და r/Bitcoin.
Twitter ძალიან გამოსადეგი პლატფორმაა, თავად კრიპტოვალუტის საუკეთესოდ მცოდნე ადამიანების პოსტების საკითხავად. მაგალითად ამ სამყაროში ცნობილი ვიტალიკ ბუტერინი და ანდრეას ანტონოპულოსი, რეგულარულად იყენებენ ვებსაიტს ახალი ამბების განსახილველად და მოსაზრებების გასაზიარებლად.