სამყაროში, სადაც მაქსიმალიზმს ხშირად უაზრო ქაოსად აღიქვამენ, აირის აპფელმა ის ცხოვრების წესად და თვითგამოხატვის საშუალებად აქცია. ქალი, რომელმაც მოდაში, ინტერიერის დიზაინში, ხელოვნებასა და კულტურაში უდიდესი მემკვიდრეობა დატოვა, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა.
“More is more, less is a bore”
მისი კარიერა 1950 წელს დაიწყო, როდესაც ქმართან ერთად, რომელთანაც 67 წელი გაატარა, ტექსტილის კომპანია დააარსა. ცნობილია, რომ მისი კომპანია მე-17, მე-18 და მე-19 საუკუნის ქსოვილების რეპროდუქციებს ამზადებდა და ისეთი ცნობილი კლიენტებისთვის მუშაობდა, როგორებიც ესტე ლოდერი, გრეტა გარბო და ამერიკის პრეზიდენტები, მათ შორის დუაიტ ეიზენჰაუერი და ბილ კლინტონი არიან.
მისი სტილი ფერების, ორნამენტებისა და ტექსტურების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა და ფიქრობდა, რომ განსხვავებული ჩაცმის სტილი განსხვავებულ აზროვნების წესს ნიშნავდა. აირის აპფელი ყველაფრით გამორჩეული იყო და გარშემო ადამიანებისგანაც ამავეს მოითხოვდა.
ის გამუდმებით ცდილობდა წინა პლანზე წამოეწია არა ახალგაზრდული სილამაზისა და იდეალურობის იდეა, არამედ ხასიათი და თვითგამოხატვის გაბედული ფორმები. აირისი მოდისა და დიზაინის ექსპერტთან ერთად, წარმატებული ინფლუენსერიც იყო. აპფელი მაქსიმალისტი გახლდათ როგორც სახლის დეკორისა და მოდის საკითხებში, ასევე ზოგადად, ცხოვრებაშიც. ხშირად ვერ შევხვდებით ცნობილ სახეებს, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო დიდ წარმატებას აღწევენ.
როგორც თავად ამბობდა, ადამიანებს მხოლოდ ერთი მოგზაურობა გვაქვს და ეს არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს.
ის ამ სიტყვებს თავისივე ცხოვრებით ამტკიცებდა. 91 წლის ასაკში აირისი Dazed Magazine-ის ქავერის ყველაზე ასაკოვანი მოდელი გახდა, 94 წლის ასაკში წარადგინა გამოფენა პარიზის მოდის კვირეულზე, 97 წლისამ IMG-თან სამოდელო კონტრაქტი გააფორმა და მონაწილეობა მიიღო H&M-ის, Citroën-ისა და eBay-ის კამპანიებში. 101 წლის ასაკში კი პირველად გახდა ბიუთი კამპანიის სახე, Ciaté London-ის მაკიაჟის ხაზით. მეტიც, "ფერად ქალბატონს" ინსტაგრამზე 3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
დიზაინერი დრის ვან ნოტენი აირისს მოიხსენიებს, როგორც ყველაზე ცოცხალ, აქტიურ და მხიარულ ადამიანს, რომელიც ახალგაზრდულ ჰაერს სუნთქავდა და ახალგაზრდული აზრებით ფიქრობდა. აირისი მოურიდებლობის, მრავალფეროვნებისა და მხიარულების სიმბოლოა. ის უამრავი ახალგაზრდა, თუ ასაკოვანი ადამიანისთვის სტიმული გახდა. მისი პირადი ცხოვრება და კარიერა კი იმაზე მეტყველებს, რომ გვიანი არასდროსაა - წარმატება და აღიარება ნებისმიერ ასაკში შეგიძლია მოიპოვო.
სოციალური, პოლიტიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, მხატვრები და მოდის დიზაინერები უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ თავიანთ ხელობას, როგორც სოციალური პროტესტისა და აქტივიზმის საშუალებას. ყოველდღიური ჩაცმულობა ბევრმა ადამიანმა ხელოვნებად აქცია, თვითგამოხატვის მთავარ საშუალებად.
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, IT სფეროსადმი ინტერესი დღითი-დღე იზრდება. ერთად, გავეცნოთ ამ სფეროსთან დაკავშირებულ ძირითად ინფორმაციას და ვნახოთ ის პოზიციები, რომლებიც დასაქმების მხრივ ყველაზე მოთხოვნადი და მაღალ ანაზღაურებადია.
ვენეციის ბიენალე 60-ე გამოშვებით ბრუნდება. ფესტივალის ბრაზილიელმა კურატორმა, ადრიანო პედროსამ ფესტივალის თემატიკად “Foreigners Everywhere” დაასახელა და აღნიშნა, რომ ბიენალეს წლევანდელი გამოშვება ხალხის ყურადღებას განსაკუთრებით ისტორიულად მარგინიზებული ერების არტისტებისკენ მიაპყრობს.