მალინა ბერეკაშვილის გეგმები და სპორტული თერაპიის ცენტრი საქართელოში

მისი სახელი და გვარი თბილისიდან სტამბოლამდე, სამედიცინო სფეროში ყველამ იცის. მალინა ბერეკაშვილი წარმატებული სამედიცინო მენეჯერია, რომელიც უკვე წლებია თურქეთის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში მოღვაწეობს.

მალინა ბერეკაშვილი, სამედიცინო მენეჯერი, თურქეთში, სტამბოლი, სტამბოლში, კლინიკა, აუტისტური სპექტრი

დღეს მალინას აუტისტური სპექტრის მქონე შვილის დედის რანგში ვესაუბრებით, რომელიც საკუთარ გამოცდილებას მშობლის და სამედიცინო სფეროში მოღვაწე პროფესიონალის მხრიდან გვიზიარებს.

წლებია სამედიცინო სფეროში მოღვაწეობთ, თუმცა სულ სხვა განხრით. როდის მოხდა თქვენი პირველი შეხება აუტისტურ სპექტრთან?

მალინა: მე მყავს შვილი - ალექსანდრა, რომელიც უკვე 5 წლისაა. აუტისტური სპექტრის დიაგნოზი კი 2 წლის და 3 თვის ასაკში დაუსვეს. ეს იყო ჩემთვის სამყაროს ამოტრიალება. ალექსანდრა დიდი ხნის ნანატრი შვილია. ყველაფერი დავთმე იმისათვის, რომ დედა გავმხდარიყავი. გავაჩინე ბავშვი ჩემი მეგობარი მამაკაცისგან, თუმცა ის დღეს ალექსანდრას გვერდით არ არის, მიზეზი კი მისი პირადი ცხოვრებაა.

დაახლოებით 2 წლის ასაკის შემდეგ გამიჩნდა ეჭვი, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, თუმცა ბავშვის მამას პრობლემასთან შეგუება გაუჭირდა.

მე მივიღე გადაწყვეტილება ჩამეტარებინა შესაბამისი კვლევები, დიაგნოზი კი აუტისტური სპექტრია, რომელიც გამოისახება ADHD  ფორმით, ანუ გაფანტული აზროვნება და ჰიპერ აქტიურობა. ალექსანდრას ბევრი გამოვლინება ჰქონდა. არ ჰქონდა კონტაქტი მზერით, დადიოდა ფეხის წვერებზე, არ რეაგირებდა სახელის დაძახებაზე, შესაბამისად, ეს იყო პირველი ნიშნები.

რამდენად რთული იყო ამ პირველი ნაბიჯის გადადგმა და საკუთარი ეჭვების სისწორის შემოწმება?

აუტისტური სპექტრი არის მდგომარეობა და არა ავადმყოფობა, რომელსაც სჭირდება სრულყოფილი კვლევა და კომპლექსური მიდგომა. პირველი 8 თვის მანძილზე ვიკვლევდით ყველაფერს. ამ პერიოდში დავაგროვე ძირითადი ცოდნა აუტისტური სპექტრისა და ალექსანდრას მდგომარეობის შესახებ.

დიაგნოზის შემდეგ, აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ნეიროფსიქიატრთან ერთად. ჩავრთეთ ABA თერაპია, ე.წ. ფლორ თაიმი, არგო თერაპია, ოკუპაციის თერაპია, ზოგადი თერაპია და სპორტული თერაპია.

სპორტული თერაპია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სხვა თერაპიებს შორის, რადგან ალექსანდრა ვერ ხტუნავდა, სწორ ნაბიჯსაც კი ვერ დგამდა, ვერ ძვრებოდა, ბურთის გადაგდება, ან დაჭერაც კი უჭირდა და არ ჰქონდა ის რეფლექსები, რაც მის ასაკში ბავშვს უნდა ჰქონდეს.

სპორტული თერაპიით, თუ სხვა ტიპის თერაპიების კომპლექსური ჩართულობით მივედით იქამდე, რომ დღეს ალექსანდრა ფიზიკურად აქტიური ბავშვია, დარბის, ცეკვავს, მღერის...

სიმღერა მისი ცხოვრებაა: სიმღერით გამოხატავს ბედნიერებას, წყენას, თუ გაბრაზებას. სრულყოფილად ვერ საუბრობს, ამიტომ სიმღერა მისთვის საუკეთესო საკომუნიკაციო წყარო გახდა. რაც მთავარია, დედისა და შვილის ურთიერთობა გახდა დედისა და შვილის ურთიერთობა. 2-3 წლის წინ ალექსანდრას არ ჰქონდა დედის აღქმა. ეს იყო ყველაზე მძიმე რამ. დღეს ალექსანდრა სრულფასოვანი ადამიანია, რომელიც მღერის ძალიან მაგრად. სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ თურქეთში ერთ-ერთი წარმატებული მუსიკალური ჯგუფი დაინტერესდა ალექსანდრას მონაცემებით.

მალინა ბერეკაშვილი, malina berekashvili, სტამბული, სტამბოლი, თურქეთის კლინიკა

რა იყო თქვენთვის მთავარი გამოწვევა?

ალექსანდრა არაა ავად, ეს მისი მდგომარეობაა, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება სტაბილური გარემო, ჯანსაღი ურთიერთობები და მოსიყვარულე მშობლები - დედა და მამა. ალექსანდრა ცხოვრებაში მამა აღარ ფიგურირებს, რაც მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც აისახება.

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მშობლებისგან მიღებული ემოციები.

ვცდილობ ჩემს შვილს შეძლებისდაგვარად გავუკეთო ყველაფერი იმისათვის, რომ მას ჰქონდეს სრულფასოვანი ცხოვრება და იყოს შემდგარი ადამიანი.

გამოწვევებთან შეხვედრის შემდეგ მოდის წარმატება...

დღეს უდიდესი ნახტომი გვაქვს გაკეთებული და კიდევ დიდი შრომაა საჭირო. ამ შეფასებას იზიარებს გენეტიკოსისგანაც, თუმცა ეს არ იყო მარტივი. ამ ყველაფერს დიდ ფინანსებთან ერთად რკინის ნერვები სჭირდება.

მალინა ბერეკაშვილი, malina berekashvili, სამედიცინო მენეჯერი, თურქეთის კლინიკა

ჩემი და დედას ყოველი დღე დატვირთულია ალექსანდრას თერაპიებით: დილით დადის ბაღში, შემდეგ თერაპიაზე. მთელი კვირა შევსებულია ნეიროფსიქიატრის მიერ შედგენილი განრიგით, რომ ბავშვს დღეში 2-3 საათი ჰქონდეს თერაპია, შაბათ-კვირის გარდა.

ამ თერაპიების ერთობლივი ჩართულობა ქმნის ერთ დიდ წრეს, რის საფუძველზეც ბავშვის მდგომარეობა უმჯობესდება. 2022 წლის სექტემბერში ალექსანდრამ პირველი სიტყვები გააჟღერა, რის შემდეგაც დავიწყეთ ენის თერაპია, რაც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

რამდენად მაღალია აუტისტური სპექტრის გარშემო ცოდნა და მიმღებლობა საზოგადოებაში?

თავიდან მეც დავიბენი. მხოლოდ სხვისი გამოცდილებების შესახებ მქონდა გაგონილი, თუმცა, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი კონტაქტი მყავს სამედიცინო სფეროში, ამიტომ დავიწყე მოკვლევა ყველგან. სხვათა შორის, თბილისშიც ძალიან კარგი ნეიროფსიქიატრები გვყავს და სწორედ მათ დასვეს დიაგნოზი.

ჩვენ 6 თვე „სივრცენში“ დავდიოდით და ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. გარდა ამისა, საქართველოში გვყავს არაჩვეულებრივი პროფესიონალები, მაგალითად ანა ყარაულაშვილი (კლინიკური ნეიროფსიქოლოგი), მედეა ზირაქიშილი (ბავშვთა ფსიქიატრი და ნევროლოგი) და სხვა.

თუმცა, განვითარებისთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი დედისა და მამისგან მიღებული სითბო და ემოციებია, რომლებსაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები ძალიან მძაფრად აღიქვამენ.

ბავშვს პირველ რიგში სჭირდება დედ-მამა და შემდეგ ბებია, ბაბუა და ოჯახის სხვა წევრები, რომლებიც სრულყოფილ გარემოს ქმნიან ბავშვის განვითარებისთვის.

ამ ეტაპზე, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ვცხოვრობთ თურქეთში. ალექსანდრა სტამბოლში დადის ბაღში და გადის ყველა თერაპიას. ჯერ კიდევ ვფიქრობთ, რა მიმართულებით წავალთ სწავლასთან დაკავშირებით, მისი განვითარება ყოველ დღე იცვლება.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ...

ჩემი რჩევაა, დააკვირდეთ საკუთარი შვილის განვითარებას. როდესაც ბავშვს ამჩნევთ, რომ არ რეაგირებს საკუთარ სახელზე, უჭირს თვალებით კონტაქტი, ხოლო მისი ქცევები განსხვავდება მისი ასაკის ბავშვების ქცევებისგან, მიიყვანეთ ბავშვები ნეიროფსიქიატრთან, რომელიც დასვამს სრულყოფილ დიაგნოზს. ამის შემდეგ, ხდება პედიატრის ჩართულობა. თუ ვლინდება ნევროლოგიური პრობლემა, საჭიროა ნევროპათოლოგის კონსულტაციაც. შემდეგ კი ნეიროფსიქიატრის რეკომენდაციის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს მოქმედება. 

დატვირთეთ ბავშვი თერაპიებით, სახლშიც, დედ-მამის და ოჯახის ჩართულობაა საჭირო. ბავშვებს დაუთმეთ მთელი დღე. ატარეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან მისი სოციუმში ინტეგრირება გადამწყვეტია ბავშვის განვითარებისთვის.

ახსენეთ, რომ ალექსანდრას შემთხვევაში ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა სპორტულ თერაპიას და როგორც ვიცით, საქართველოსთან დაკავშირებით გაქვთ გეგმები...

ჩვენ სპორტული თერაპია 2022 წლის თებერვლიდან დავიწყეთ. პირველი 10 გაკვეთილი ძალიან გაგვიჭირდა. ბავშვი სულ განიცდიდა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ გაკვეთილზე არ წაგვეყვანა, თუმცა პედაგოგის დახმარებით და ოჯახის წევრების დიდი ძალისხმევით, ეს ბარიერიც წარმატებით გადავლახეთ. საბოლოოდ, მივედით იქამდე, რომ ბავშვი, რომელიც ფიზიკურად არ იყო აქტიური, დღეს მინიშნებებზე ქმედებით გვპასუხობს, დარბის, კედელზე ცოცავს, ხტუნავს და ყველანაირ სპორტულ მოძრაობას ასრულებს და მათ შორის, ბავშვს გააჩნია სულის შებერვის უნარი, რაც მსგავსი დიაგნოზის ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომია. 

ალექსანდრა დაგვყავს სტამბოლში არსებულ, ერთ-ერთი სპორტულ სკოლაში, რომლითაც ადაპტირებულია შშმ ბავშვებსა და მოზარდებზე, სადაც ტარდება სპორტული გაკვეთილები მათი განვითარების დონის გასაუმჯობესებლად.

სწორედ მსგავსი ცენტრის გახსნას ვგეგმავ საქართველოში. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში უკვე მოვახერხებ მსგავსი ცენტრის გახსნას საქართველოში.

სპორტული თერაპიის ცენტრი არ მოიცავს მხოლოდ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობას. აქ შედის ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომის, თუ სხვა ფიზიკური პრობლემების მქონე, 13 წლამდე ასაკის ბავშვების თერაპია. დაახლოებით 13 წლამდე ბავშვებისთვის. მე უკვე მეორე წელია, რაც ალექსანდრა დამყავს. ყველა ბავშვს, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე არგებენ გაკვეთილების გრაფიკს. ჩვენ თავიდან კვირაში 3 გაკვეთილი გვქონდა. მას შემდეგ, რაც ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ, გადავედით კვირაში 2 გაკვეთილზე.

სხვა ყველა თერაპიის დროს ბავშვი ზის მაგიდასთან, რაც არ წარმოადგენს ფიზიკურ აქტივობას, შესაბამისად, მათი ფიზიკური, თუ ემოციური განვითარებისათვის სპორტული თერაპია აუცილებელია.

მალინა ბერეკაშვილი, სამედიცინო მენეჯერი, malina berekashvili, თურქეთის კლინიკა, კლინიკები, სტამბოლი, სტამბული, აუტიზმი

მესიჯი მშობლებს...

სხვა დროში ვართ, მსოფლიო ვითარდება. როგორც კი ჩნდება ეჭვი, მოქმედებაზე უნდა გადავიდეთ. მივდივართ პედიატრთან, შემდეგ ნეიროფსიქიატრთან. დაახლოებით ორ წლინახევრის ასაკისთვის ხდება ძირითადად გამოვლინება.

როდის დაიწყო თვალით კონტაქტი, საკუთარ სახელზე რეაგირება, როდის დადგა ფეხზე, როდის დაიწყო თითით საგნებზე მინიშნება - ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა დააკვირდეთ.

კვალიფიციური პედიატრი, ნეიროფსიქიატრი, ნეიროფსიქოლოგი და სწორი თერაპიები - ეს არის ის, რაც აუტისტური სპექტრის მქონე, თუ სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების განვითარებისთვის აუცილებელია. 

ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსი დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის გადამწყვეტია სახელმწიფოს, თუ კერძო სტრუქტურების ჩართულობა, რათა მათი განვითარებისთვის აუცილებელი თერაპიების დაფინანსება შესაბამისად მოხდეს.  

რაც მთავარია, აუცილებელია დიდი ნებისყოფა, რკინის ნერვები და ოჯახის სიყვარული! 

ფოტო: დავიდ ხიზანიშვილი

ზევით