#საზოგადოება

„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ ბრუნდება!

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

დათო გორგილაძის საავტორო გადაცემა, გასული სამი წელის მანძილზე, ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებდა, თუმცა 2023 წლის დეკემბერში ინფორმაცია გადაცემის დახურვის შესახებ გავრცელდა, რასაც მაყურებლის დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.

4 მარტს კი დათო გორგილაძემ გადაცემის ახალი ფორმატით განახლება დააანონსა. „აუტანელი სიმსუბუქე“ YouTube პლატფორმაზე, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბრუნდება.

გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე, დათო გორგილაძე, გადაცემა, youtube, გორგილაძე ბრუნდება

რესპონდენტებთან პირისპირი დიალოგი, კითხვები ყოველდღიურ ცხოვრებასა და აქცენტები მათი საქმიანობის საინტერესო დეტალებზე - წამყვანი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანების სრულიად უცხო მხრიდან წარმოჩენას ყოველ ჯერზე უბადლოდ ახერხებს.

მისი რესპონდენტები საქართველოს კულტურულ, თუ სოციალურ ამინდს ქმნიან და კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მათი, როგორც ინდივიდებისა და პროფესიონალების განვლილი გზა გაიცნოს.

დათო გორგილაძის ჟურნალისტური ოსტატობა და იმპროვიზაციის უნარი, გადაცემას ბევრად საინტერესოს ხდის. თითქოს წინასწარ განსაზღვრული, სტანდარტული ინტერვიუს ნაცვლად, ცოცხალი დიალოგის პროცესის მონაწილეები ვხდებით. მაყურებელს შეიძლება შეგრძნებაც გაუჩნდეს, რომ დიალოგში თავადაც ერთვება, ფიქრდება იმავე კითხვებზე და გონების უცნობ კუნჭულებში მოგზაურობს.

ამჯერად გადაცემა ცხოვრების მეორე ეტაპს იწყებს და ამას, ბუნებრივია, ცვლილებებიც თან ახლავს. საქართველოს ბანკის სლოგანის, „არ გაჩერდე“-ს ინსპირაციით, გადაცემას ემატება ახალი რუბრიკა, რომელიც გაგვაცნობს ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ ჩერდებიან და თავიანთი შესაძლებლობების უსაზღვროებას ყოველდღიურად ამტკიცებენ. ხშირად, სწორედ ასეთი ადამიანები ხდებიან ინსპირაციისა და მოტივაციის წყარო მაყურებლისთვის. „გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეს” ამიერიდან Facebook და YouTube გვერდებზე დაველოდებით.

ზევით