გაიცანით ჯო, რომელსაც უყვარს ძაღლები, ნაყინი და ამერიკა!-პრეზიდენტის ისტორია

joe bideo cover

დემოკრატიული ამერიკა ქვეყნის მთავარ ღირებულებებს დღეს კიდევ ერთხელ იზეიმებს! ქვეყნის ლიდერის პოზიციას, დამსახურებული პოლიტიკური კარიერისა და ქვეყნის სამსახურში ათეულობით წლის გატარების შემდეგ, 78 წლის ჯო ბაიდენი ოფიციალურად დაიკავებს. მისი ბიოგრაფია კარიერული ტრამპლინებით, შთამბეჭდავი მიღწევებითა და ოჯახური ტრაგედიებითაა აღსავსე. The Diary ამჯერად ამერიკის რიგით 46-ე პრეზიდენტის შესახებ მოგიყვებათ.

joe and family
ჯო ბაიდენი ოჯახთან ერთად

ჯოზეფ რობინეტ ბაიდენი უმცროსი მოქმედი კათოლიკეა. დემოკრატიული პარტიის წევრს უყვარს კლასიკური ავტომობილები და ნაყინი. ჰყავს 2 ძაღლი, მისი საყვარელი ფილმი კი 1981 წლის სპორტული დრამა - Chariots of Fire გახლავთ. თუმცა მხოლოდ ეს არაა ის, რაც პრეზიდენტი ბაიდენის შესახებ უნდა იცოდეთ.

joe young

1972 წელს, ამერიკის სენატის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სენატორის პოსტის დაკავების შემდეგ, ჯო ბაიდენი საზოგადოების თვალთახედვიდან თითქმის 50 წლის მანძილზე აღარსად გამქრალა. სენატში 36 წლიანი მსახურების და ვიცე-პრეზიდენტის სტატუსის ორი ვადით ტარების შემდეგ, ჯო ამერიკელი ამომრჩევლისთვის უცხო ნამდვილად აღარაა, ამომრჩევლისთვის, რომელმაც მას ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის პოზიცია გადასცა.

joe and barack

ბაიდენის სახელი მხოლოდ მისი და ბარაკ ობამას BRO-მანთან, ან პოლიტიკოსის საყვარელ - „ავიატორ” სათვალეებთან არ ასოცირდება. ის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის მანძილზე მიღებული გადაწყვეტილებიებთ ახსოვთ, მათ შორის 1994 წელს, ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მიღებული კანონით.

joe women act

ბაიდენის ისტორია პენსილვანიას შტატში, დელავერში იწყება. უმაღლესი განათლება მშობლიურ შტატში მიიღო, პოლიტიკური გზა კი 1972 წელს დაიწყო, როდესაც ამერიკის სენატის წევრი დელავერის შტატიდან და ამერიკის ისტორიაში მეექვსე ყველაზე ახალგაზრდა სენატორი გახდა.

ბაიდენის კარიერაში უმნიშვნელოვანესი წელი 29 წლის კაცისთვის დიდი ტრაგედიის მომტანი აღმოჩნდა. 1972 წლის 18 დეკემბერს მისი პირველი ცოლი - ნეილია ჰანტერ ბაიდენი და მათი ქალიშვილი - ნაომი ბაიდენი ავტო კატარსტროფას ემსხვრპლნენ. მძიმედ დაშავდნენ ბაიდენის ვაჟებიც, მაგრამ ისინი ავტო-ავარიას გადაურჩნენ.

joe hospital
სენატორი ჯო ბაიდენი საავადმყოფოს პალატაში დებს ფიცს

უბედური შემთხვევიდან სულ რაღაც 1 თვეში, ახალგაზრდა სენატორს ფიცის დადება საავადმყოფოში, შვილების პალატაში მოუწია, თუმცა ბაიდენმა საკუთარი პოზიცია მაშინვე დააფიქსირა და თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, შვილების გამო პოზიციას დატოვებდა.

ახალ სენატორს ყოველთვის მოძებნიან, ჩემს ბიჭებს კი სხვა მამა არასდროს ეყოლებათ

ცხოვრებისა და პოლიტიკისადმი ინტერესი მას მეორე მეუღლემ, მასწავლებელმა ჯილ ბაიდენმა დაუბრუნა. წყვილი 1975 წელს ჯოს ძმამ შეახვედრა, რომელიც ჯილს კოლეჯიდან იცნობდა. ორი წლის შემდეგ ისინი ნიუ-იორკის გაერთიანებული ერების ეკლესიაში შეუღლდნენ. მათ ერთი საერთო შვილი - ეშლი ბაიდენი ჰყავთ.

joe and jilll
ჯო ბაიდენი მეუღლესთან, ჯილ ბაიდენთან ერთად

90-იან წლებში სენატის სასამართლო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობის შემდეგ, ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლაში პირველად 1987 წელს ჩაერთო, თუმცა მალევე მის აკადემიურ ჩანაწერებთან დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო კანდიდატურა მოხსნა.

მომდევნო 2 წლის მანძილზე ბაიდენს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესვენების აღება მოუწია. 1988 წელს პოლიტიკოსმა ანევრიზმის ოპერაცია გადაიტანა, თუმცა ფეხზე მალე დადგა და პოლიტიკასაც აქტიურად დაუბრუნდა. ამას 1990 წელს, ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონპროექტი მოჰყვა, რომელსაც 4 წლის შემდეგ ხელი პრეზიდენტმა - ბილ კლინტონმა მოაწერა.

joe barack bro

ბაიდენმა 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში წაყენებული კანდიდატურა მოხსნა და ამავე წელს გამარჯვებული ბარაკ ობამას ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. სწორედ ამ დღიდან დაიწყო ორი პოლიტიკოსის მეგობრობის ამბავი.

მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა 2010 წელს რესპუბლიკელებთან მოლაპარაკები გახლავთ, რის შედეგადაც გადასახადების შემსუბუქების კანონის მიღება მოხერხდა, რამაც ქვეყანა საგადასახადო ჩიხიდან გამოიყვანა.

ჯოე ბარაცკ ფრიენდს
ჯო ბაიდენს ბარაკ ობამასთან ახლო მეგობრობა აკავშირებს

ობამა და ბაიდენი 8 წლის მანძილზე, კვირაში ერთხელ ლანჩს ერთად მიირთმევდნენ. ამერიკის 44-ე პრეზიდენტი ყოველთვის ცდილობდა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე, ბოლოს ყოველთვის ბაიდენის აზრი მოესმინა. თავად ჯომ კი პრეზიდენტს ერთგულება არა ერთხელ, მათ შორის New York Times-ის საშუალებითაც შეჰფიცა:

თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას, მე კი მას სიცოცხლის ბოლომდე მივყვები!

2015 წელს ვიცე-პრეზიდენტის ოჯახში მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მისი უფროსი ვაჟი - ბიუ ბაიდენი 46 წლის ასაკში ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. რამდენიმე კვირიანი შესვენების შემდეგ, ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაუბრუნდა.

joe son
ბიუ ბაიდენის დაკრძალვის დღე

2016 წელს, მანამ სანამ ბარაკ ობამა თეთრ სახლს დატოვებდა, ჯო ბაიდენის ვიცე-პრემიერად დანიშვნას მის მიერ მიღებული ყველაზე სწორი გადაწყვეტილება უწოდა და მეგობარი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა. მას შემდეგ, რაც მეგობარმა საპრეზიდენტო მარათონში კიდევ ერთხელ ჩაბმა გადაწყვიტა, ობამა მის კამპანიაში აქტიურად ჩაერთო.

joe and kamalla
ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი გამარჯვებას ზეიმობენ

გამარჯვების შემდეგ კი ბაიდენმა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ვიცე-პრეზიდენტის პოსტისთვის კამალა ჰარისის შერჩევით მიიღო, რომელიც ამერიკის ისტორიაში პირველი შავკანიანი ქალი ვიცე-პრეზიდენტი და პირველი სამხრეთ-აზიელი ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტი გახდება.

joe kamalla

ამერიკელებს უყვართ ბაიდენი, პატივს სცემენ და მისი იმედი აქვთ! ამაზე ჩავლილი საპრეზიდენტო არჩევნებიც მეტყველებს. დღეიდან ჯოზეფ რობინეტ „ჯო“ ბაიდენ უმცროსი ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 46-ე პრეზიდენტის პოსტს ოფიციალურად დაიკავებს.

ზევით