#მუსიკა

ETERNAL SUNSHINE - არიანა გრანდე ახალი ალბომით ბრუნდება

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

სამი წელი გავიდა არიანა გრანდეს ბოლო, რიგით მეექვსე ალბომის გამოშვებიდან. თუმცა, პოპ მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი მომღერალი, ფეხი-ფეხზე გადადებული არ მჯდარა. მან მომდევნო ალბომზე მუშაობის პარალელურად, ფენტეზის ჟანრის ფილმში Wicked მიიღო მონაწილეობა. კინოსურათში გრანდე ჯადოქრის როლში მოგვევლინება, მას პარტნიორობას სინთია ერივო გაუწევს.  გუშინ კი, მომღერალმა ერთგული მსმენელი ცამეტი ახალი სიმღერით დაასაჩუქრა.

"ალბომის კონცეფცია მიშელ გონდრის Eternal Sunshine of the Spotless Mind-ის, სიურრეალისტური რომანის, ეკრანიზაციითაა შთაგონებული", - ამბობს გრანდე Apple Music-ის ჟურნალისტ ზეინ ლოუსთან ინტერვიუში. 

ბოლო წლები, არიანა გრანდეს პირადი ცხოვრება ტაბლოიდების განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. მომღერლის გახმაურებული განქორწინება, ბუნებრივია, მუსიკასა და სიმღერების ტექსტზეც აისახა. ალბომი სავსეა სიყვარულით, იმედგაცრუებითა და ბრაზით. 

ერთ-ერთი ყველაზე სევდანარევი ტექსტი სიმღერას "We can't be friends" აქვს. სიმღერაში იკითხება სევდა ადამიანისა, რომლის სიყვარულის ისტორია დასრულდა. ის სინანულს, ბრაზსა და დანაშაულს გრძნობს ერთდროულად და ცდილობს თავიდან ამოიგდოს მტკივნეული ფიქრი, რომ ძალიან მოენატრება საყვარელი ადამიანი. სიმღერის მეორე ნაწილის რიტმი და ტექსტი ისე ერწყმის ამ ემოციებს, რომ მსმენელს გრძნობა უჩნდება, თითქოს მისი გულიც არაიანასთან ერთად იძირება სიყვარულის მორევში.

ამავე ალბომშია სიმღერა „Yes, and?”, რომელშიც არიანა მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე გამარჯვებას ცდილობს და სპეციალურად მათთვის პერფორმანსს დგამს. მომღერალია ძლიერ ქალად გვევლინება და გვაჩვენებს მუსიკალური ინდუსტრიის იმ ტოქსიკურ მხარეს, სადაც არტისტებს მუდმივად უწევთ კრიტიკასთან გამკლავება, რაც ჩემი გადმოსახედინა მარტივი საერთოდ არ უნდა იყოს. 

ალბომი მთავრდება მომღერლის ბებიის სიტყვებით, რომელიც შვილიშვილს ბედნიერი ოჯახის საიდუმლოს უმხელს. “Never go to bed without kissin’ goodnight. And if you don’t feel comfortable doing it… you’re in the wrong place.” არიანას ბებია მოგიწოდებთ არასოდეს დაიძინოთ გამოსამშვიდობებელი კოცნის გარეშე, და თუ კოცნის სურვილი არ გაქვთ, მაშინ არასწორ ადგილას ყოფილხართ.

ზევით