ეს ჩვენება ეძღვნება სიმამაცეს და სიყვარულისა და მშვიდობის გამარჯვებას - დემნა

უკრაინის ომმა გამოიწვია წარსულის ტრავმით გამოწვეული ტკივილის გაღვიძება, რომელიც 1993 წლიდან ჩემში ცხოვრობს. იგივე ხდებოდა ჩემს სამშობლოში და მე ვიქეცი ლტოლვილად სამუდამოდ. სამუდამოდ, ვინაიდან ეს გრძნობა შენში რჩება. ეს არის შიშის გრძნობა, სასოწარკვეთა და იმის გაცნობიერება, რომ არავის სჭირდები. თუმცა, მე მივხვდი, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, და ეს თავად ცხოვრება, ადამიანური სიყვარული და თანაგრძნობაა. ასეთ დროს, მოდა კარგავს რელევანტურობას და ზოგადად არსებობის უფლებას, ამიტომაც ძალიან გამიჭრიდა ამ კვირას ამ შოუზე მუშაობა. მოდის კვირეული აბსურდულად გამოიყურება. ვიფიქრე კიდევაც გამეუქმებინა შოუ. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამ შოუს გაუქმება ნიშნავს დანებებას, დანებებას იმ ბოროტების გამო, რომელიც ასე მტკივა თითქმის 30 წელია. მე გადავწყვიტე, რომ ვეღარ შევწირავ ჩემს თავს უაზრო, უგულო ომს. ამ შოუს ახსნა არ სჭირდება. ის ეძღვნება სიმამაცეს და სიყვარულისა და მშვიდობის გამარჯვებას.

xx დემნა

ზევით