#საზოგადოება

EDU LAB - ადგილი, სადაც უკეთესი მომავლის შენებაში გეხმარებიან

გაზიარება:

განათლების მიღება რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, ამას უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, საგანმანათლებლო ცენტრების პოპულარობაც მოწმობს. არ აქვს მნიშვნელობა, ახალი პროფესიის დაუფლება გსურთ, თუ ცოდნის გაღრმავების გზით თქვენი ოცნების პროფესიისკენ ახალი ნაბიჯის გადადგმას გეგმავთ, თქვენს მოთხოვნებზე მორგებული კურსის პოვნა დღეს სირთულეს არ წარმოადგენს. თუმცა, ზოგჯერ, სწორედ არჩევანის მრავალფეროვნებამ შესაძლოა სწორი არჩევანის მიღების სირთულე წარმოშვას. ამ დროს კი ყველაზე სასარგებლო მეგობრული რჩევაა, რომლის გაცემასაც დღეს ჩვენი მკითხველისთვის ვგეგმავთ.

დიდხნიანი ძებნის შემდეგ, The Diary-ს გუნდმა Edu Lab - საგანმანათლებლო ლაბი აღმოაჩინა, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. Edu Lab მოსამზადებელი ცენტრია, რომელიც დაინტერესებულ პირებს ინოვაციურ, თანამედროვე და შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო პროცეს სთავაზობს.

Edu Lab-ში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ინტერაქციული და შემეცნებითი კურსები თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საგნებში, როგორებიცაა: სოციალური მედია, გრაფიკული დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, პროგრამირება და უცხო ენები. საგანმანათლებლო ლაბი მორგებულია სკოლის ასაკის მოსწავლეების მოთხოვნებზეც და მათ სასწავლო საგნებსა და ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი კურსებს სთავაზობს.

Edu Lab-ში ყველა მიმართულებით ცალკეული კურსი გათვლილია, როგორც დამწყებ, ასევე უკვე შემდგარ პროფესიონალებზე, რომლებსაც სხვადსხვა კუთხით განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება და დაწინაურება სურთ. 

Edu Lab-ში თანამედროვე ხარისხის სტანდარტით მომზადებას, მაღალი კვალიფიკაციისა და მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები უზრუნველყოფენ. საგანმანათელბლო ლაბის დაფუძნებიდან დღემდე, Edu Lab-ში გადამზადება გაიარა ასობით სტუდენტმა, რომელთა დადებითი უკუკავშირი გახდა იმის საბაბი, რომ ცენტრის სასწავლო პროგრამას ახლოდან გავცნობოდით. კურსების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად კი შეგიძლიათ Edu Lab-ს მიმართოთ.

ზევით