#სამეფო ოჯახი

ძველი ქეით მიდლტონი - ჰერცოგინიას მეამბოხე წარსული

გაზიარება:

ქეით მიდლტონი სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმოსადეგი ქალბატონია. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რძალი დღეს ჰერცოგინიას სტატუსს ამაყად თავაწეული ატარებს, თუმცა იყო დრო, როდესაც ქეითი მეამბოხე სულის გამო ყვითელი მედიის გვერდებზე კრიტიკის ქარცეცხლში ხვდებოდა. რა თქმა უნდა ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ქეითის სახელი მსოფლიოს ყველაზე სასურველ სასიძოს პრინცი ჩარლზისა და ლედი დის ვაჟს - პრინც უილიამს დაუკავშირდა.

ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი კოლეჯში

მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა ერთმანეთი ჯერ კიდევ სტუდენტობისას, შოტლანდიაში, წმინდა ენდრიუსის უნივერსიტეტში გაიცნეს.

მათი ურთიერთობის შესახებ 2004 წელს გახდა ცნობილი, თუმცა 2007 წელს, ქეითი მეორე ნახევარს დაშორდა. წყარო ამბობდა, რომ მიდლტონმა გამუდმებულ ყურადღებას და საზოგადოების მხრიდან ზეწოლას ვერ გაუძლო.

ქეით მიდლტონი ლონდონში

შესაძლოა ქეითს სამეფო ოჯახში შესვლამდე თავისუფლების ბოლო თვეებით ტკბობა სურდა, ამიტომ მისი და უილიამის „შესვენების“ დროს ახალგაზრდა ქალს არც გართობა მოუკლია და არც პაპარაცების კამერებს მიღმა დარჩენილა. სამეფო ოჯახი ქეითს საქველმოქმედო საღამოსთვის შერჩეულ ერთ-ერთ მაშინდელ Look-ს დღემდე ვერ პატიობს. მიდლტონი დასთან - პიპასთან ერთად ღონისძიებაზე ბრჭყვიალა მწვანე ზედით, მოკლე ყვითელი შორტითა და ვარდისფერი ჩანთით გამოცხადდა

ამ Look-ს ქეითს ჩვეულებრივი მოკვდავებიც ვერასდროს ვაპატიებთ

ქეით მიდლტონის ყველაზე ცუდი ლუქი

თუმცა, ქეითის ექსცენტრიული ხასიათის შესახებ პრინცმა უილიამმა დასაწყისიდანვე ყველაფერი იცოდა. სულ რომ არაფერი, მიდლტონმა მომავალი მეუღლის ყურადღება გამჭვირვალე პერანგით მიიპყრო, რომელიც ქეითს კოლეჯში გამართულ ჩვენებაზე პოდიუმზე ეცვა. მოგვიანებით კაბას დიზაინერმა მოდის ისტორიის ნაწილიც კი უწოდა.

ქეით მიდლტონი გამჭვირვალე კაბით

კიდევ ერთი სკანდალი, რომელშიც მიდლტონი უილიამთან განშორების შემდეგ გაეხვა, მისი და ყოფილი მეორე ნახევრის - უილიამ მარქსის რომანია.

მარქსი და ქეითი ერთმანეთს მანამ ხვდებოდნენ, სანამ მიდლტონი პრინცს გაიცნობდა. 2007 წელს რამდენიმე წყარო იუწყებოდა, რომ წყვილი ღამის კლუბიდან ერთად გამომავალი დააფიქსირეს. ტაბლოიდები წერდნენ, რომ ქეითმა უილიამი ყოფილის გამო მიატოვა, თუმცა დამადასტურებელი ფოტოების გარეშე ყვითელ მედიას ახალგაზრდა ქალის გამოჭერა არ გამოუვიდა. ჰერცოგინიას ყოფილი კი 2014 წელს დაოჯახდა.

ქეით მიდლტონის ყოფილი შეყვარებული

პრინცი და ქეითი რამდენიმე თვეში შერიგდნენ და ერთად იტალიაშიც იმოგზაურეს. ურთიერთობის აღდგენის შემდეგ ქეითი სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა მედიის წინაშე, მისი სტილი კი თვალსა და ხელს შუა იხვეწებოდა.

ქეით მიდლტონი, ქუჩის სტილი

2000-იანების დაბალ წელიანი ჯინსები და მაისური ნელ-ნელა კლასიკურმა ქვედაბოლოებმა შეცვალა და მიდლტონის თავზეც სამეფო კარისთვის შესაფერისი ფუტურისტული ქუდები გაჩნდა.

ქეით მიდლტონი სამეფო ოჯახში

მანამ, სანამ უილიამი და ქეითი ოფიციალურად იქორწინებდნენ, მიდლტონს ლონდონში მეგობრებთან ერთად გასართობად წასულს ხშირად ხედავდნენ. მაშინ ჯერ კიდევ სამეფო ოჯახს გარეთ მყოფ ახალგაზრდა ქალს ყვითელი მედია არა ერთ ჭორს უგორებდა. ამბობდნენ, რომ ქეითს ალკოჰოლის მოხმარება ზედმეტად უყვარდა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება:

მიდლტონი კემბრიჯის ჰერცოგინია, პრინცი უილიამის მეუღლე და ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის დედაა.

სამეფო ოჯახი, ქეით მიდლტონი

ზევით