#საზოგადოება

2023 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში პატიმრობაში მყოფ ირანელ აქტივისტს მიენიჭა

გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, შვედეთის აკადემიამ, მშვიდობის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინა. პრემია პატიმრობაში მყოფ ირანელ აქტივისტს, ადამიანის უფლებათა დამცველსა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ნარგეს მოჰამადს მიენიჭა.

როგორც ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, წლების განმავლობაში ნარგეს მოჰამადის „ბრძოლას უზარმაზარი საზღაური მოჰყვა. მთლიანობაში რეჟიმმა ის 13-ჯერ დააკავა, 5-ჯერ გაასამართლა და 31 წლით თავისუფლებით აღკვეთა და 154 ჩარტყმა მიუსაჯა. ქალბატონი მოჰამედი ჯერ კიდევ ციხეშია“.

„რაც უფრო მეტად ჩაგვკეტავენ, მით უფრო ძლიერები ვხდებით“ - მარგეს მოჰამადი

„უსამართლოდ დაპატიმრებული და წამების ქვეშ მყოფი მოჰამადი ირანის რეჟიმის მიერ პოლიტპატიმრების მიმართ წამებისა და სექსუალური ძალადობის სისტემატიურ გამოყენებას ეწინააღმდეგება. როდესაც მოჰამადიმ ირანში პოლიტიკური პროტესტის შესახებ შეიტყო, რომელიც მაჰსა ჯინა აჰიმის მკვლელობასთან იყო დაკავშირებული, მან ხელმძღვანელობა საკუთარ ხელში აიღო.

მან მხარდაჭერა დემონსტრანტებს მხარდაჭერა ციხიდან გამოუცხადა და სოლიდარობის აქციები თანაპატიმრებს შორის მოაწყო. ციხის ხელმძღვანელობამ ამ აქტს კიდევ უფრო მკაცრი პირობების დაწესებით უპასუხა. მოჰამადს როგორც ზარების განხორციელება, ასევე ვიზიტორების მიღება აეკრძალა.

ნარგეს მოჰამადის ჯილდო მიჰყვება ხანგრძლივ ტრადიციას, რომლის თანახმადაც, ნორვეგიის ნობელის კომიტეტი მშვიდობის პრემიას გადასცემს მათ, ვინც სოციალური სამართლიანობის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინსვლისთვის იბრძვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

აკადემიის ცნობით, მშვიდობის დარგში პრემიის ლაურეატები, თავიანთ ქვეყნებში,  სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენენ და მრავალი წლის განმავლობაში ხელს უწყობდნენ ძალაუფლების კრიტიკისა და მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას. „მათ განსაკუთრებული ძალისხმევა გაიღეს ომის დანაშაულებების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დასადასტურებლად... ისინი ერთად აჩვენებენ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზევით