#კინო #კულინარია #მოგზაურობა

WILL YOU BE MY VALENTINE?

გაზიარება:

14 თებერვლის მოახლოება ჰაერშიც კი იგრძნობა. სიყვარულის დღე იმ ჯადოსნურ დღესასწაულთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ყველაზე გაყინული გულების გალღობაც შეუძლია. 

The Diary-ს რედაქცია ვალენტინობის იდეალური დღის გეგმების გასამრავალფეროვნებლად რამდენიმე იდეას შემოგთავაზებთ თქვენი სიყვარულის ისტორიის ყველაზე მაგიური წუთების შესაქმნელად.

1. დაუვიწყარი კინოჩვენება

თბილისში, 14 თებერვლისთვის დაგეგმილი ღონისძიებების კალენდრის თვალიერებისას, Tbilisi Movie Nights-ის გვერდზე ვალენტინობის დღესთან დაკავშირებულ კინო-ჩვენებას მივაკვლიეთ. როგორც აღმოჩნდა, სიყვარულის დღისთვის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კონცეფციის მქონე კინოთეატრში, Pretty Woman-ის ჩვენებაა ჩანიშნული. 90-იანი წლების სიყვარულის ეპიკური ისტორია დიდ ეკრანზე გაცოცხლდება, თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს კი მოგეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, ფილმის გასტრონომიული შთაგონებით შექმნილი კერძები თავადაც დააგემოვნოთ. 

2. დილის პაემანი

ცხადია, პაემნის მოწყობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ, თუკი სიყვარულის დღის აღნიშვნას საყვარელ ადამიანთან ერთად დღის პირველ ნახევარში გადაწყვეტთ, მაშინ ჩვენთვის გამორჩეულ ადგილს Chicos Tbilisi-ს გაგიზიარებთ. განსაკუთრებული გარემო, სპეციალურად ვალენტინობის დღისთვის შექმნილი მენიუ და უგემრიელესი კოქტეილები თქვენი ვალენტინობის დღის განწყობის შექმნას აუცილებლად მოახერხებენ.

3. გახდი ტურისტი საკუთარ ქალაქში

შუა კვირაში ქალაქიდან, მითუმეტეს კი ქვეყნიდან გასვლა არც ისე მარტივი ამოცანაა, თუმცა ყოველთვის შეგვიძლია ვიქცეთ ტურისტებად საკუთარ ქალაქშივე. გვერწმუნეთ, თავადაც ვერ დაიჯერებთ იმდენი ლეგენდის და საიდუმლოს აღმოჩენა შეგიძლიათ. მცირე მინიშნებასაც მოგცემთ და გეტყვით, რომ ამ მოგზაურობის ნაწილად შეგიძლიათ თბილისის მოხატული სადარბაზოები აქციოთ, ერთ-ერთ მათგანს ჩვენს სტატიაშიც აღმოაჩენთ.

4.  მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!

სიყვარული თანამედროვე ხელოვნების, ალბათ, ყველაზე დიდი შთაგონებაა და შემთხვევითობა არ არის, რომ „თავისუფალი თეატრის“ ერთ-ერთი საკულტო სპექტაკლი მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ! მაყურებელს, სწორედ ვალენტინობის დღეს შეხვდება. ულამაზესი მელოდრამა, ამაღელვებელი სიყვარულის ისტორია და მოზღვავებული ემოციები, რამ შეიძლება ეს დღე უკეთ გამოხატოს?!

5. უფრო ინტიმური, უფრო პირადული 

მართალია, ვალენტინობის დღის დაგეგმვა სრულად თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ ნებას მოგვცემთ, ერთ დამატებით დეტალსაც გაგიმხელთ, დაუვიწყარი სიყვარულის დღის მოსაწყობად თქვენი პირველი პაემანი გააცოცხლეთ. დღე, რომელიც თქვენი ჯადოსნური ისტორიის დასაბამად იქცა და წუთები, რომლებიც  იმდენად ძვირფასია, რომ მათში ცხოვრება კიდევ და კიდევ გინდათ, ვერასდროს იქნება მცდარი არჩევანი.

6. სპონტანური გადაწყვეტილება

პარიზი, ვალენტინობის დღე პარიზში

არაფერი უხდება ვალენტინობას ისე, როგორც სპონტანური გადაწყვეტილებები. გადაეშვით დაუგეგმავ თავგადასავალში საყვარელ ადამიანთან ერთად, იმოგზაურეთ ადგილებში, სადაც სიყვარული ყველაზე ჯადოსნურად შეიგრძნობა. მცირე მეგზურობასაც გაგიწევთ და ჩვენს რჩეულ 5 ქალაქს წარმოგიდგენთ ევროპიდან, რომლის ბილეთებიც შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს დღეს საჩუქრადაც მიართვათ.

ზევით