#მოდა

ზაფხულის N1 აქსესუარი Chicorée-სგან

გაზიარება:

როგორც კი ზაფხულის კაშკაშა მზე გამოანათებს, მზისგან დამცავი სათვალე must-have აქსესუარების სიაში პირველ ადგილზე ინაცვლებს. მზის სათვალეები ფუნქციურია და ამავდროულად მოდიდან არასდროს გადადის. წლევანდელ მოდის ტენდენციებში მეტად ინოვაციური დიზაინები გვხვდება, რომლებიც რეტრო ესთეტიკისა და ფუტურისტული მოდის ნაზავს წარმოგვიდგენს.

მზის სათვალე, აქსესუარები, sunglasses, chicorée
Chicorée sunglasses

ყიდვა

დღეს ქართული ბრენდის, Chicorée-ს სათვალეებს გაგაცნობთ, რომლებიც, თავისი გამორჩეული ვიზუალის გამო მოგინდებათ თქვენი ყოველდღიური ლუქის განუყოფელ ნაწილად აქციოთ. Chicorée უკვე ერთი წელია ქართველ მომხმარებელს განსხვავებული და ეფექტური ვიზუალის სათვალეებით ანებივრებს.

გამორჩეული ფერთა გამის, კომფორტისა და სტილის შერწყმა ბრენდის პროდუქციაში მარტივად შეიმჩნევა.

შიკორეს ფერები და ფორმები თამამად პასუხობს თანამედროვე მოდის ტენდენციებს. გარდა თვალისმომჭრელი ვიზუალისა, აღსანიშნავია, რომ სათვალეები ბიო აცეტატითა და უმაღლესი ხარისხის CR-39-ის ლინზითაა შექმნილი, რომელიც თვალს მზის მავნე გამოსხივებისგან 100%-ით იცავს.

chicorée sunglasses, მზის სათვალეები, აქსესუარი
Chicorée sunglasses

ყიდვა

CR-39 ლინზა მზის სათვალეებში 1940 წლიდან გამოიყენება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ოპტიკური ხარისხით ნამდვილ შუშასთან ყველაზე მიახლოებული ვარიანტია. ამასთან ერთად, CR-39 შუშაზე ბევრად მსუბუქი და ნაკლებად მსხვრევადია, რაც მას ყოველდღიური მოხმარების აქსესუარისთვის იდეალურ მასალად აქცევს. ლინზის ხარისხის დანახვა ერთი შეხედვითაა შესაძლებელი, რაშიც ბრენდის ერთგული მომხმარებლებიც დაგვეთანხმებიან.

 

როგორც აღვნიშნე, სათვალე არა მხოლოდ მზისგან დამცავი აქსესუარი, არამედ ჩვენი ლუქის შემადგენელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ის ჩვენს სტილსა და იდენტობას მკაფიოდ უსვამდეს ხაზს. შიკორეს მრავალფეროვანი დიზაინები ნებისმიერ სტილს, სეზონს, ამინდსა თუ განწყობას ესადაგება. მთავარი კი ის არის, რომ ბრენდის სათვალეების მიღმა სამყარო უფრო ფერადი, ხალისიანი და თვალისმომჭრელია. 

ზევით