#მოდა

ზაფხულის OUTFIT-ების ინსპირაცია

გაზიარება:

ჰაერში ტემპერატურა მაქსიმუმზეა და ყველა მხრიდან ზღვა და აუზი გვეძახის. ზაფხული თავისუფლების, უძილო ღამეების, აპეროლ შპრიცებისა და ხმამაღალი მუსიკის დროა. როდის, თუ არა წლის ყველაზე თავქარიან სეზონში, საკუთარ თავს გართობისა თუ დასვენების მაქსიმუმი თავისუფლება უნდა მივცეთ. რაც ასევე ეხება ჩაცმულობას, რა თუ არა სამოსი განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების სტილს?! მოკლედ, წელს მინიმალისტური სტილი თუ მინიმალური სამოსი - არჩევანი ჩვენზეა. მოდის ოლიმპი უფრო მეტ თავისუფლებას გვაძლევს, ვიდრე ოდესმე. თან იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ფემინურობა და ბოჰო სტილი კვლავ მოდაშია. 

TheDiary-ს რედაქცია კი იმ მთავარ ტრენდებსა და ქართველ ბრენდებს გაგაცნობთ, სადაც მარტივად იპოვით საკუთარ თავს.

WHITE & GOLDEN SUMMER

დროა, თქვენს სამოსში თეთრმა ფერმა გამოანათოს. მონოქრომული სტილი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში ძალიან აქტუალურია. იმის გარდა რომ თეთრი ფერი ზაფხულის მზეში ყველაზე კარგი არჩევანია, არ მეგულება ადამიანი, ვისაც შესაძლოა თეთრი ფერი არ უხდებოდეს.

ninea, beach cover-up, beach wear, პლაჟის სამოსი, პლაჟის კაბა
Ninea

თეთრი ფერი და მაქმანები კი ამ სეზონის ყველაზე დიდი ტრენდია. ნუ მოგერიდებათ ქალური სილუეტებისა და ქალურობის.

BEACH WERA, საზღვაო, ზღვა, ორეული
Ninea

თეთრ სამოსს, ტრენდული ოქროსფერი სამკაული მოუხდინეთ, რომელიც მზეზე განსაკუთრებით ბზინავს და თეთრის სისადავეს იდეალურად უხდება.

gold jewelry, ბეჭედი
HER

ყიდვა

იმისთვის რომ ლუქი შეკრათ, ოქროსფერ სამკაულზე, ამავე ტონალობის სათვალე მოირგეთ. 

მზის სათვალე, sun glasses
Chicoree

WHITE FEVER

ზღვაზე ან აუზზე თუკი საზაფხულო ჩანთაში საცურაო კოსტიუმზე შემოსაცმლის ადგილი გექნებათ, იდეალურია! აქ კი, სრული თავისუფლება გაქვთ, თუმცა ჩვენი ფავორიტი კვლავ თეთრი ფერია. 

მოსასხამი, BEACH WEAR, BEACH COVER-UP
Ninea

WSW

ახლა კი ჯერი საცურაო კოსტიუმზე დადგა. სხვადასხვა სახის მეტალი ამ სეზონის კოლექციებში ჭარბობს. მეტალისფერმა ბზინვარებამ ქუჩის მოდაც დაიპყრო. ყველაფერი რაც მზეზე ბრწყინავს ტრენდულია. 2024 მაქსიმალიზმისა და საკუთარი თავის ძიების ერაა Baby, ასე რომ არასტანდარტული ქსოვილების, პროპორციებისა და დეტალების დრო დადგა.

სამოსიდან დაწყებული, საცურაო კოსტიუმებითა და სამკაულებით დამთავრებული, ოქროსფერი ბზინვარება ზაფხულის მთავარი ფერია. თანაც ეს ზაფხული ოლიმპიური თამაშების სეზონია და რა გამოხატავს ოლიმპოს ქალღმერთების სილამაზეს თუ არა ოქროსფერი სამკაული? ასე, რომ თამამად შეუხამეთ თქვენს საცურაო კოსტიუმს ოქროსფერი სამაჯური თუ სხვა აქსესუარი. დიზაინერები საზაფხულო კოლექციებით პოდიუმიდან მოგვიწოდებენ - CUFF IT! სამაჯური, განსაკუთრებით მსხვილი და თვალშისაცემი, წლევანდელი ზაფხულის ტრენდია და წამებში შეუძლია, ნებისმიერი სადა სამოსი გამოაცოცხლოს. ასე რომ, ამ ზაფხულს თქვენს მოახლოებას ხალხი სამკაულის ხმით უნდა იგებდეს.

სამკაული, სამაჯური, ოქრო
Her

ყიდვა

ეს ახალი ერაა, Baby!

მთლიანი თუ მინიმალისტური, საცურაო კოსტიუმი თქვენს სურვილებსა უნდა ესადაგებოდეს. 

ერთი კი დანამდვილებით ვიცით, კორსეტი-საცურაო კოსტიუმი არახოლოდ ამ ზაფხულის ტრენდული საზღვაო სამოსია, არამედ, ზღვის ან აუზის მერე მარტივად, კაბის ან შორტის ამოცმით, სრულ Beach Party ლუქად ტრანსფორმირდება.

Kiara
Kiara

JUNGLE FEVER BUT CLASSIC BLACK

ზაფხულს მხიარულება უხდება, რაც უფრო ხალისიან ფერებსა და პატერნებზე გააკეთებთ არჩევანს, თქვენი ყოველდღიური თუ დასვენების დღეებიც უფრო პოზიტიური განწყობით ჩაივლის. შეარჩიეთ ღია ფერები, განსხვავებული პრინტები, როგორიცაა ლეოპარდის, ნაზი ყვავილების ან ზოლების.

karl lagerfeld
KARL LAGERFELD

KARL-ის ზოლიან საზღვაო ჩანთას, ამავე ბრენდის მონოქრომულ, რაც ასევე 2024 წლის ზაფხულის ტრენდია, საცურაო კოსტიუმს შევუხამებდით. და, voila, საზაფხულო თავგადასავლებისთვის მზად ხართ!

კარლ ლაგერფელდი, საცურაო კოსტიუმი, SWIMWEAR, კუპალნიკი
KARL LAGERFELD
ზევით