#ცხოვრების სტილი

„THIS IS IT“ - ფუტურისტული საოცრება მონაკოს იახტშოუზე

გაზიარება:

| Nanka Kikalia |

"Moanco Yacht Show 2023" გასაოცარი საზღვაო ნამუშევრების გამოფენით გამოირჩეოდა. აქ ნახავდით, როგორც ეკომომავლის - ელექტრო იახტებს, ასევე გიგანტურ საზღვაო ვილებს. თუმცა, TheDiary-ს რედაქციის ყურადღება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ფინტექ პლატფორმის მფლობელის ფუტურისტულმა საოცრებამ მიიქცია. 

monaco yacht show

The Italian Sea Group-ის მიერ შექმნილი იახტა „THIS IS IT“ - მონაკოს იახტშოუს ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა. იგი დახვეწილი დიზაინისა და ინოვაციების გასაოცარ ნაზავს წარმოადგენს. 12 სტუმარზე გათვალისწინებული საზღვაო ვილა პანორამულ ტერასასა და ვერტიკალურ ბაღს მოიცავს.

monaco yacht show

The Italian Sea Group-ის დიზაინერებმა, მატია პირომ და ჯან მარკო კამპანინომ შიდა სივრცე შამპანურისა და პლატინისფერ ფუტურისტულ ფერებში გადაწყვიტეს. ზედაპირის მასალაში კი მაღალი ხარისხის ტყავი, ალკანტარას ზამში, ბრინჯაო, პლატინა და ოქროც კი გამოიყენეს.

გლუვი, ხავერდოვანი და მრუდი -  შესანიშნავი სიტყვებია იახტის ინტერიერის აღსაწერად

monaco yacht show

43, 5 მეტრის ფურუსტისტული იახტის ზედა გემბანზე განლაგებულია სპა, სპეციალური სამკურნალო ზონით, საუნითა და სენსორული შხაპით.

მონაკო იახტ შოუ

ზევით