nankakikalia

Jazz loves Wine & Vice Versa

Jazz loves Wine & Vice Versa

წინანდლის მამულებში ღვინისა და ჯაზის ფესტივალს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ძალიან ცნობილი მუსიკოსები შემოუერთდნენ. 15 ოქტომბერს, წინანდლის მამულში ელექტრო სვინგის დედოფლად წოდებული ელის ფრანსისი, კაილი ოდოერტის კვინტეტი და გერმანულმა ლეგენდარულმა ჯგუფმა „დი-ფაზი” ნამდვილი ჯაზური ცეცხლი დაანთეს.

ყოველ დილას რუსეთს უთხარი: შენ ხარ ოკუპანტი!

ყოველ დილას რუსეთს უთხარი: შენ ხარ ოკუპანტი!

2008 წლის 19 აგვისტო: მტრის ჯარია გამაგრებული ერგნეთში, დამწვარია სახლები, დაცარიელებული ქუჩებია და გზას მოუყვება ქალი შავებში, რომელსაც ტალახში ამოსვრილი საქართველოს დროშა მოაქვს შინ, დროშა, რომელიც მან ქუჩაში დაგდებული იპოვა და თან ატარა ერგნეთამდე.

სოხუმში საქართველოს დროშა ააფრიალეს?

სოხუმში საქართველოს დროშა ააფრიალეს?

XIV საუკუნის რუკაზე, საქართველოს სამეფოს თავზე ხუთჯვრიანი დროშაა დახატული, იმავე რუკაზე სოხუმის თავზეც იგივე დროშაა აღმართული, რაც იმაზე მეტყველებს რომ სოხუმი საქართველოს სამეფოს ნაწილია.

14 ივლისი - ეროვნული და მსოფლიო დღე!

14 ივლისი - ეროვნული და მსოფლიო დღე!

არ შემიძლია 14 ივლისის აღნიშვნა ამ სამი ბუმბერაზი, კოსმოპოლიტი ქართველით არ დავიწყო. ზაფხულის ამ ცხელ დღეს ხომ მსოფლიოს ვაჟა ფშაველა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ნოდარ დუმბაძე მოევლინა. თუმცა, ჩემი დღევანდელი სტატია ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანას ეძღვნება, რომელიც ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების ნამდვილი მაგალითია.

STEPN: RUN BABY, RUN!

STEPN: RUN BABY, RUN!

ვინ იფიქრებდა, რომ სირბილი არამხოლოდ ჯანმრთელობისთვის იქნებოდა კარგი, არამედ საკმაოდ კარგად აისახებოდა საფულის სისქეზეც. წარმოიდგინეთ, რომ ჩაერთეთ თამაშში, რომლის გამოც სხეულის წონა იკლებს, იზრდება ჯანმრთელობის ხარისხი და სუქდება კრიპტო ანგარიში.

გენდერი და ლიდერშიპი

გენდერი და ლიდერშიპი

ფაქტი ერთია, რომ ბალანსი დაცული უნდა იყოს და მეტი ქალი უნდა ვიხილოთ ტოპ პოზიციებზე. თუკი ოდესმე მივაღწიეთ ინკლუზიურ ლიდერშიპს, სადაც მნიშვნელობა არ აქვს, ქალი ხარ თუ მამაკაცი, მნიშვნელობა არ აქვს ასაკს და არც ეთნიკურ კუთვნილებას, მაშინ ასეთი ინკლუზიური ლიდერების გუნდი ნამდვილად იქნება წარმატებული ორგანიზაციის საიდუმლო რეცეპტი.

უკრაინელი სუპერ გმირის თავგადასავლები

უკრაინელი სუპერ გმირის თავგადასავლები

2015 წელს ზელენსკიმ განასახიერა როლი, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა და ფიქციურმა როლმა მალე 44 მილიონიანი ქვეყნის ნამდვილ პრეზიდენტად აქცია. შოუში "ხალხის მსახური" მან განასახიერა სკოლის მასწავლებელი, ვასილ პეტროვიჩი, რომელიც ამ თანამდებობისთვის საჭირო გამოცდილებისა თუ ცოდნის გარეშე ქვეყნის ლიდერი გახდება. გადაცემამ იმხელა პოპულარობა მოიპოვა, რომ კვარტალ 95-მა თავისი სახელით პოლიტიკური პარტია შექმნა.

ფინანსური სამყაროს როკ ვარსკვლავი

ფინანსური სამყაროს როკ ვარსკვლავი

კრისტინ ლაგარდი, არა მხოლოდ ერთ-ერთი გავლენიანი ქალია მსოფლიოში, არამედ მილიონობით გოგოს ინსპირაციის წყარო და მისაბაძი პიროვნება. დიახ, ქალი შეიძლება იყოს გავლენიანი, ქალი შეიძლება იყოს წარმატებული და მას უფლება აქვს ამავდროულად იყოს მოხდენილი, ლამაზი, გემოვნებიანი და დახვეწილი

XXI საუკუნეში გაცოცხლებული XII საუკუნის ვეფხისტყაოსანი

XXI საუკუნეში გაცოცხლებული XII საუკუნის ვეფხისტყაოსანი

ეროვნული ფენომენი გააცოცხლეს 21-ე საუკუნის ხელნაწერ ვეფხისტყაოსანში, რომლის გადაწერაში მონაწილეობა ჩვენი საუკუნის 300-მდე ღვაწლმოსილმა პიროვნებამ მიიღო. მხატვართა ჯგუფმა კი სპეციალურად ამ წიგნის შესამკობად შექმნა სხვადასხვა დეკორატიული ელემენტები, ორნამენტები და ილუსტრაციები.

„ამრა“ - თავისუფლების კუნძული სოხუმში

„ამრა“ - თავისუფლების კუნძული სოხუმში

რესტორანში „ამრა“ სოხუმის გამორჩეული მულტიკულტურული და მულტინაციონალური ხალხი იყრიდა თავს. პოეტები, მხატვრები და არამხოლოდ, მიირთმევდნენ ყავას, გაცვლიდნენ იდეებს და სოხუმის ბულვარში კამათელსაც გააგორებდნენ, „დუ-შაში“. სოხუმი იყო ურთიერთობები - ასე იტყვიან ხოლმე, „ამრა“ კი, ადგილი, სადაც ეს ურთიერთობები ყალიბდებოდა და ვითარდებოდა. „ამრას“ მდებარეობაც ხელსაყრელი იყო შემოქმედებითი ურთიერთობებისთვის. აქედან ქალაქი ხელისგულზე მოჩანდა და ირგვლივ ზღვა და ზღვაში მიმოფანტული ხომალდები და აფრიანი ნავები.

ზევით