#სალზამთრო

საგანგაშო დიეტა

გაზიარება:

ჰერბალაიფი და სმარტ დიეტა საკვები დანამატების მწარმოებელი კომპანიებში ერთ-ერთი ყველა პოპულარულია, რომლებიც ერთეული და უამრავი ნივთიერების ნარევით შექმნილ პროდუქტებს ფართო სპექტრს აწარმოებენ, მათ შორის წონის საკორექციოს.

ამ პროდუქტების სარგებელსა და უსაფრთხოებაზე ინფორმაციას მხოლოდ მათ ვებ-გვერდზე შეხვდებით და მხოლოდ მათი დისტრიბუტორებისგან მოისმენთ. ინფორმაცია, რომელიც მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება, არ დასტურდება ოფიციალური კვლევებით. ვერც ერთ სანდო წყაროში ვერ ნახავთ ინფორმაციას ამ პროდუქტთა უსაფრთხოების შესახებ, რადგან კვლევები ჰერბალაიფის და მსგავს კომპანიათა პროდუქტების ეფექტურობაზე, მგრძნობელობასა და უსაფრთხოებაზე არ არსებობს.

მსგავსი ინფორმაცია არა თუ არ არსებობს, პირიქით მეცნიერების მიერ აღმოჩენილია კავშირი ჰერბალაიფის პროდუქტების მიღებასა და ჰეპატოტოქსიურობას შორის.

ჰერბალაიფის მიღებასთან ასოცირებული ღვიძლის დაზიანების პირველწყარო ისრაელი და ესპანეთი იყო, რომელსაც მოყვა ლათინური ამერიკა, შვეიცარია, ისლანდია და ამერიკის შეერთებული შტატები. ადამიანები, რომელთაც დაუფიქსირდათ ღვიძლის დაზიანება იღებდნენ ჰერბალაიფის პროდუქტს სხვადასხვა ხანგრძლივობით, 1 თვიდან ერთ წლის ხანგრძლივობით. დაზიანების დასაწყისი ძირითადად (არა ყოველთვის) შეუმჩნეველი იყო და მოიცავდა მცირე კლინიკას - დაღლილობას, გულისრევას, დისკომფორტს მუცლის არეში, რომელსაც მოსდევდა მუქი შარდი და სიყვითლე.

ხშირ შემთხვევაში, ჰერბალაიფის პროდუქტის შეწყვეტისას, პაციენტები გამოჯანმრთელდნენ, თუმცა დაფიქსირებულია ჰერბალაიფის პროდუქტის მიღებასთან ასოცირებული მეტად რთული შემთხვევებიც, როგორიცაა ღვიძლის მწვავე უკმარისობა, პროგრესირებადი ფიბროზი და ციროზიც კი.

სამწუხაროდ, მეცნიერებისთვის მსგავსი პროდუქტების მეცნიერული კვლევა ძალიან რთულია, რადგან  თითოეულ მათგანში ინგრედიენტთა საკმაოდ დიდი რაოდენობაა და საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, როგორც თითო ინგრედიენტის, ისე ამ ინგრედიენტთა კომბინაციების კვლევა. მითუმეტეს, კონცენტრაციები ცნობილი არ არის.

თუმცა, კვლევები ჩატარდა ჰერბალაიფის პროდუქტებში შემავალ ორ ინგრედიენტზე, ალოე ვერა და  ეთანოლის ექსტრაქტი, რომლებიც ჰეპატოტოქსიური აღმოჩნდა და მაგალითად საფრანგეთში საერთოდ ხმარებიდანაც ამოიღეს.

საინტერესო და ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მსგავსი საკვები დანამატებით წონაში კლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი დაცული იქნება ბალანსირებული დიეტა. ხოლო თუ დიეტას დავიცავთ და სწორად ვიკვებეთ, წონის რეგულირება ისედაც მოხდება, ყველანაირი დანამატების მიღებისა და შემდგომი გვერდითი მოვლენის განვითარების გარეშე. მაშ რა საჭიროა გაურკვეველი შემადგონლობის პროდუქციის მიღება?

ნუ ცდით საკუთარ ჯანმრთელობას და ნურც სხვას ურჩევთ ასეთი პროდუქტის მიღებას. თქვენი სხეული ხომ თქვენი შინაგანი ტაძარია. ნუ დაანაგვიანებთ მას! დაიმახსოვრეთ მარტივი რამ, როგორც მოექცევით თქვენს ორგანიზმის, ზუსტად ისე მოგემსახურებათ ის. ასე რომ იკვებეთ ჯანსაღად, დაკავდით აქტიური ცხოვრების წესით, ხშირად იარეთ ფეხით და თქვენს რაციონში შეიტანეთ მეტი მწვანე საკვები. 

ჯანმრთელობას გისურვებთ, თქვენი სალზამთრო

ზევით