#ჯანმრთელობა #სალზამთრო

რა შუაშია საკვები სურდოსთან?

გაზიარება:

ჩვენს სასუნთქ და საჭმლის მომნელებელი სისტემის ეპითელურ ქსოვილში, არის ასეთი თასის უჯრედები (goblet cells), რომელიც გამოყოფს ლორწოს. ეს ლორწო წარმოადგენს დამცველ მექანიზმს და ხელს უშლის სხვადასხვა ვირუსსა და მიკრობს შეაღწიოს ჩვენს ორგანიზმში და გამოიწვიოს დაავადება. თუმცა, პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ლორწოს გამოყოფა ძლიერდება.

როდის ხდება ლორწოს გამოყოფის გაძლიერება? 

ძირითადად ეს ხდება სხვადასხვა ბაქტერიისა და ვირუსის არსებობისას. რეალურად პირველი რასაც ეს პათოგენური მიკრობები აკეთებენ არის ის, რომ არღვევენ ლორწოვან ბარიერს, გამოიყოფა დიდი რაოდენობით ლორწო, ირღვევა ჰომეოსტაზი, იმუნიტეტი სუსტდება და მიკრობები მარტივად აღწევენ დასუსტებულ ორგანიზმში და ვითარდება დაავადება.

ხშირად ვხვდებით ასევე ალერგიულ სურდოს. ლორწოს ზედმეტად გამოყოფის ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ რომ ალერგიული რეაქციებია. ამ შემთხვევაში, საჭიროა ალერგიის მიზეზის დადგენა, რათა ბოლომდე აღმოიფხვრას იგი. ხშირად, მედიკამენტების ნაცვლად, სწორი მკურნალობა - სწორი და ჯანსაღი კვებაა.

რატომ არის საშიში ზედმეტი ლორწოს დაგროვება?

• ირღვევა ნუტრიენტების შეწოვა,

• იწვევს ცუდი მიკრობების დაცვას,

• არ აძლევს მედიკამენტებს საშუალებას, რომ ებრძოლონ დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს,

• იწვევს ანთებით პროცესებს და ტოქსიური ნივთირებების დაგროვებას.

როგორ ავიცილოთ თავიდან?

გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს სხვადასხვა სახის საკვები თუ სასმელი, რომელიც ლორწოს გამოყოფას, ან პირიქით, მის შემცირებას უწყობს ხელს, უნდა მივიღოთ ისეთი საკვები, რომელიც ებრძვის ზედმეტი ლორწოს წარმოქმნას. ამ დროს აუცილებლად შევზღუდოთ პროდუქტი, რომელიც იწვევს ზედმეტი ლორწოს გამოყოფას. მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე - თბილი მცენარეული სასმელი (ჩაი), ანანასის წვენი, სასმელი ჯინჯერით.

საკვები, რომელიც წარმოქმნის ან ასქელებს ლორწოს: წითელი ხორცი, რძის პროდუქტი, ნაყინი, კვერცხი, პური და პასტა (წებოგვარა იგივე გლუტენი), ბანანი, კომბოსტო, კარტოფილი, სიმინდი და სიმინდის პროდუქტი, სოიო და სოიოს პროდუქტი, ტკბილი დესერტი, ყავა, ჩაი, ალკოჰოლი.

საკვები რომელსაც გამოჰყავს ორგანიზმიდან ზედმეტი ლორწო: გოგრა, გოგრის თესლი, გრეიფრუტი, ანანასი, მუქი მწვანე ფოთლები/მწვანილი (განსაკუთრებით ნიახური და ქეილი), ჯანჯაფილი, კიტრი, მწვანე ვაშლი (კანგაცლილი) ლიმონი, ხახვი, ნიორი, თაფლი, ბროკოლი, სატაცური, ფერმენტირებული საკვები, გვირილის ჩაი, ზეითუნის ზეთი.

ლორწოს დიდი დოზით გამოყოფა საკმაოდ გავრცელებული შემთხვევაა. ხშირად, გამონადენი ცხვირიდან ან ნახველი სულაც არ არის სეზონური. ეს პრობლემა ქრონიკულად აწუხებს ბევრს, რაც არ წარმოადგენს ნორმას და შეიძლება გახდეს უამრავი დარღვევის განვითარების მიზეზი.

ზევით