#მოდა #სილამაზე

პატ მაკგრათის 5 დაუვიწყარი MAKE-UP ლუქი

გაზიარება:

| ნუცა ძმანაშვილი |

ოტ კუტური მოდის სამყაროს განუყოფელი ნაწილია. ყოველი დიზაინერი სეზონის შექმნისას გარკვეული თემატიკის გარშემო ტრიალებს. გამორჩეული და წარმატებული ჩვენების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, თავისთავად სამოსია, თუმცა მაკიაჟით კონცეფციის საბოლოოდ შეკვრა და იმ მესიჯის გადმოცემა ხდება, რომლის მიტანაც საზოგადოებამდე დიზაინერს სურს.

ჩვენს წინა სტატიებში Masion Margiela-ის 2024 წლის გაზაფხულის სეზონის კოლექციასა და ჯონ გალიანოს პარიზული ისტორიის ხედვას უკვე დაათვალიერებდით. ჩვენების ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ელემენტი კი სწორედ მაკიაჟი გახლდათ, რომლის ავტორიც ცნობილი make-up არტისტი, პატ მაკგრათია. ფაიფურის თოჯინას მსგავსმა Make-up ლუქებმა სოციალურ მედიის ყველა პლატფორმა და ასობით Make-up ინფლუენსერის გვერდი მოიარა, რომლებიც მაგრათის ჯადოსნობით შექმნილი ლუქების გაცოცხლებას ცდილობდნენ.

Pat McGrath, Maison Margiela, მარჟიელას ჩვენება, ფაიფურის მაკიაჟი
Pat McGrath-ის Make-up ლუქები Maison Margiela-ს ჩვენებიდან

ლეგენდარული Make-up არტისტის ნამუშევრები ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთ კვალს ტოვებს მაყურებელზე. The Diary-ის სტატიაში კი ამჯერად პატ მაკგრათის მიერ შექმნილ 5 გამორჩეულ ლუქს წარმოგიდგენთ.

1. Chanel Chance - 2024 წლის კამპანია

მატილდა გვარლიანი, შანელის კამპანია, შანელის ფოტოები, ქართველი მოდელი, პატ მაკგრათი
მატილდა გვარლიანი და ამაია მილერი Chanel Chance-ის 2024 წლის კამპანიაში

შანელის გამორჩეული კამპანიის make-up ლუქებზე სწორედ მაკგრათმა იზრუნა. კამპანიაში ცნობილი ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანიც იღებდა მონაწილეობას.

2. ბრიტანული Vogue და ლინდა ევანგელისტა

წარუმატებელი კოსმეტიკური პროცედურის შემდეგ, ეკრანებიდან გამქრალი ლეგენდარული მოდელი, Vogue-მა საზოგადოებას თავიდან წარუდგინა.

ლინდა ევანგელისტა, ოპერაციის შემდეგ, ვოგი, vogue cover, evangelista
ლინდა ევანგელისტა Vogue-ის გადაღებაში

ლინდა ევანგელისტას ფოტო ედიტორიალის თემატიკა გაზაფხული გახლდათ, როგორც თავიდან დაბადების სიმბოლო. მაკგრაფის მაკიაჟმა კი ფოტოსესიის თემატიკას ხაზი კიდევ უფრო მეტად გაუსვა და საბოლოოდ, ევანგელისტას “ხელმეორედ დაბადების” უნიკალური კადრები დაგვიტოვა.

3. Maison Margiela Spring 2016 Couture

“კოსმოსური კუტური ხვდება ინტერგალაქტიკურ გლამურს - დევიდ ბოუის Space Oddity მეტალის ვარსკვლავებითა და სტრუქტურირებული, გოტიკური ტუჩებით გაცოცხლდა, რომელსაც შინდისფერი ტონი დაკრავს” - ასე ახასიათებს ჩვენების Make-up კონცეფციას თავად მისი შემქმნელი.

მეისონ მარჟიელა, ჩვენება, 2016, დევიდ ბოუის მაკიაჟი, პატ მაკგრათი
Maison Margiela-ს 2016 წლის ჩვენება

4. Marc Jacobs Spring 2020, ნიუ იორკის მოდის კვირეული

მარკ ჯეიკობსს უყვარს დეტალებზე ყურადღების მიქცევა, ამის დასტური კი მისი 2020 წლის ჩვენებაა. ყოველი მოდელი გარკვეულ ისტორიას გვიყვება. სერიალი “ეიფორია”, არტ ნუვო და ქუჩის სტილის მაქსიმალისტური ხედვა - პატ მაკგრათმა ჯეიკობსის ჩანაფიქრი გამბედავი ფერებითა და ქვეტექსტებით წარმოგვიდგინა.

მარკ ჯეიკობსი, პატ მაკგრათი, მაგრათი, მაკიაჟი, ეიფორიას მაკიაჟი
Marc Jacobs-ის 2020 წლის გაზაფხულის სეზონის შოუ

5. Valentino Spring 2019 Couture

გაზაფხულის ყვავილოვან განწყობას მაგრათი, როგორც ყოველთვის, მაქსიმალისტურად მიუდგა. უზარმაზარმა წამწამებმა და სახის სადა ბაზამ ერთობლიობაში დაუვიწყარი ვიზუალები შექმნა.

ვალენტინოს შოუ, ბუმბულის წამწამები, პატ მაგრათი, მაკიაჟი
Valentino-ს 2019 წლის ჩვენება

 

ზევით