#მოდა

MAISON MARGIELA SPRING 2024 HAUTE COUTURE

გაზიარება:

მაღალი მოდის ხუთდღიანი ზეიმი პარიზში დასრულდა. 2024 წლის გაზაფხულის სეზონის დახურვის პატივი Maison Margiela-ს და მის შემოქმედებით ხელმძღვანელს, ჯონ გალიანოს ერგოთ. რა თქმა უნდა, გალიანომ სრულად გამოიყენა ეს შესაძლებლობა, რათა კვირეული ზუსტად ისეთ დრამატულ ნოტზე დაესრულებინა, რომელიც მისი შემოქმედებითი ხელწერის განუყოფელი ნაწილია. თეატრალიზებული ჩვენება, დრამატურგია, მაკიაჟი და ვარცხნილობა და რასაკვირველია კოსტიუმები, დიახ, სწორედაც რომ კოსტიუმები იყო Maison Margiela-ს ოტ-კუტიურის კოლექციის განმსაზღვრელი ნიშანი.

მარჯიელა, ჯონ გალიანო, მაღალი მოდა

ჯონ გალიანოს სპექტაკლებს ყოველთვის ჰყავთ მთავარი მოქმედი გმირები. გუშინდელ ჩვენებაზე ეს ამპლუა ლეონ დამიმ და გვენდოლიმ კრისტიმ მოირგეს. გალიანოს პრიზმაში დანახული პარიზის ბრწყინვალე ისტორიის მოყოლა მოდის ჩვენებაზე, ლეონმა დაიწყო, გვენდოლინმა კი დაასრულა. Maison Margiela-ს ოტ-კუტიურ ჩვებებას ჰქონდა ხიბლი, რომელსაც ჯონ გალიანო მოდის სამყაროს უკვე ათწლეულებია სძენს და ის მაგიაც, რომლის დამსახურებითაც დიზაინერი დღემდე აქტუალურად მიიჩნევა.

მარჯიელა, ჯონ გალიანო, მაღალი მოდა

მარჯიელა, ჯონ გალიანო, მაღალი მოდა

მოდის სახლის კრეატიულმა ხელმძღვანელმა აიღო დრამატული ინსტრუმენტები, ირონია და ის თანამედროვე საბურველში გახვია. 

მარჯიელა, ჯონ გალიანო, მაღალი მოდა

პერფორმანსული ხელოვნების თითქმის ჰალუცინაციური ნამუშევრები, პოდიუმზე აცოცხლებდნენ წასულიდან გადმოსულ აჩრდილებს:მულენ რუჟის მოცეკვავეებს, აზარტულ მოთამაშეებსა თუ მძარცველებს. არქეტიპებს, რომლებსაც თითქოს დღესაც სძინავთ მდინარე სენას ნაპირებთან და რომლებმაც ერთი ღამით ჩრდილიდან გამოსვლა გადაწყვიტეს.

ჯონ გალიანო არ არის კუტიურერი, რომლის ანაბეჭდიც უხვად გვხვდება მაღალი მოდის სამყაროში. მისი ხელწერა განუმეორებელია, სტილი კი მკაცრად ავთენტური და დაუმორჩილებელი. გალიანო მრავალფეროვან ინდუსტრიას ფეხის შედგმის დღიდან ანიჭებს ფერებს, რომლითაც დანარჩენი სამყარო ტკბება.

ზევით