ჯანმრთელობის პანაცეა - კეტოგენის დიეტა

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ეფექტიანი დიეტა დაუმუშავებელ ცილებს, ბალახეულსა და ჯანმრთელ ცხიმებს მოიცავს, რაც წონის დაკლებასა და ამავდროულად ტონუსის შენარჩუნებაში გვეხმარება. კეტოგენის დიეტა არეგულირებს კუჭის ფუნქციონირებას, თავიდან აგაცილებთ გულძმარვას, სახსრების ნაადრევ დაბერებას. მუდმივად ენერგიით სავსე იქნებით და ამავდროულად შიმშილის გრძნობა საერთოდ არ შეგაწუხებთ. 

კეტოგენის დიეტა

კეტოგენის დიეტის მთავარი არსი ცხიმის მაღალი, ცილების საშუალო და ნახშირწყლების დაბალი შემცველობის კომბინაციაა

მსგავსი დიეტების ანალოგებისგან განსხვავებით, კეტოგენის დიეტა ორიენტირებულია ნატურალური ცხიმის შემცველობის პროდუქტებზე. საჭმლის ერთი პორცია უნდა შეიცავდეს ცილების ზომიერ რაოდენობას, ცოტაოდენ ცხოველურ ცხიმებს და მწვანე ბოსტნეულს. ტიპიური დიეტებისთვის მიღებულია თითო კვებაზე 65% ნახშირწყლების მიღება, კეტოგენის დიეტა კი მოიცავს მხოლოდ 3-დან 5 %-მდე ნახშირწყლებს. სამაგიეროდ, ცხიმის მაღალი (თითქმის 65%-იანი) შემცველობა ხელს უწყობს დანაყრებისა და სასიცოცხლო ენერგიით მომარაგების პროცესს. 

ketogenic diet

კეტოგენის დიეტის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მიღებული ცხიმები გადაიქცევა არა გლუკოზად, არამედ ე.წ. ენერგიის წყაროდ, სხეული კი საჭირო რესურსს უკვე დაგროვებული ცხიმებისაგან ინაზღაურებს, რაც, მათ რეგულარულ წვას იწვევს. როდესაც ადამიანი ნახშირწყლებს იღებს, ისინი გლუკოზად გარდაიქმნება, შედეგად კი სისხლში შაქრის შემცველობა იმატებს. ხოლო როდესაც ნახშირწყლების შემცველობას

მარტივად რომ ვთქვათ, კეტოგენის დიეტა ხელს უწყობს ორგანიზმს საკუთარი რესურსები ენერგიის წყაროდ აქციოს

კეტოგენის დიეტა თავდაპირველად ეპილეფსიით დაავადებული ბავშვებისათვის იყო შექმნილი, რადგანაც კეტონების ჭარბი რაოდენობა შეტევების სიხშირეს ამცირებს. ასევე საინტერესოა ფაქტი, რომ მსგავსი კვების რაციონი სასარგებლოა აუტიზმის, ალცჰეიმერის დაავადებისა და მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.

keto diet

კეტოგენის დიეტის, უფრო სწორედ კი ჯასნაღი კვების მიმდევარი თუ გინდათ რომ გახდეთ, ნახშირწყლების რაოდენობა დღეში 50-60 გრ შეამცირეთ. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ დიდი რაოდენობით ცილები, მაგალითად  გრილზე შემწვარი სტეიკი, ქათამი ან თევზი, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ეს არის ცილების დაბალანსებული და არა ჭარბი კომბინაცია. თქვენი სხეული უნდა მიეჩვიოს სასიცოცხლოდ საჭირო ენერგია ცილებიდან გამოიმუშაოს და არა ნახშირწყლებიდან. დღის განმავლობაში მიღებული კალორიების 60-80% ცილებისგან და ცხიმებისგან იქმნება, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ თავი უნდა აარიდოთ Omega 6 ტიპის ცხიმებს, ასევე სოიოს, მაიონეზსა და სიმინდს. მათ ნაცვლად, გამოიყენეთ ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი, ავოკადო, კარაქი და ყველი.

ზევით