ერთი ჯადოსნური ნაბიჯი იდეალური პრესისთვის

საუკეთესო ვარჯიში - პლანკა

The Diary-ს მუდმივი რედაქცია შეეცდება ფიტნეს რჩევებით გაგანებივროთ, ამ ჯერზე კი პლანკას ვარჯიშს შემოგთავაზებთ. ეს ვარჯიში მუცლის არეს, ზურგს, მთლიანად სხეულს ეხება და ყველაზე უსაფრთხოა. შესაბამისად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარჯიშია.

planca - fitness

ამ ვარჯიშის შესრულება სახლის პირობებშიც არ წარმოადგენს არანაირი პრობლემას.

1. პლანკა აუმჯობესებს ზურგის, წელის, კისრისა და მხრების კუნთებს.

2. აძლიერებს და ატონიზირებს მუცლის ღრუს ორგანოებს.

3. აძლიერებს მუცლის კუნთებს. ამ ვარჯიშის დროს უფრო მეტი კალორია იწვის, ვიდრე კლასიკური AB ვარჯიშების დროს.

4. აძლიერებს ხელებისა და ფეხების კუნთებს.

5. აძლიერებს და ატონიზირებს ზედა და ქვედა სასუნთქ გზებს.

6. აუმჯობესებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. რაც შეეხება ამ ბოლო პუნქტს, თუ გრძნობთ აპატიას, დაღლილობას, უემოციობას, ხვდებით რომ დეპრესიაში ხართ, დაიწყეთ პლანკის გაკეთება. მოიკრიბეთ ძალა, ვინაიდან საუკეთესო ანტიდეპრესანტი, როგორც ბოლო კვლევებით დასტურდება, მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა. დაიწყეთ 30 წამით, შეასრულეთ ეს ვარჯიში ყოველ დღე და მიხვდებით, რომ არა მხოლოდ ფიზიკურად აისახება ეს ვარჯიში თქვენზე, არამედ ფქსილოგიურადაც.

და ბოლოს, გახსოვდეთ, სხეულის სასურველი ფორმების მისაღებად ან შესანარჩუნებლად მხოლოდ ვარჯიში საკმარისი არ არის. დიდი ყურადღება სწორ კვებას  დაუთმეთ. საკვები მიირთვით დღეში სამჯერ განსაზღვრულ დროს, მიიღეთ ბევრი წყალი და შეეეცადეთ მაქსიმალურად შეამციროთ შაქრის რაოდენობა.

ზევით