დიუკანის წონაში დაკლების ფორმულა

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ეფექტური დიეტა  ფრანგ დიეტოლოგ - პიერ დიუკანს ეკუთვნის. დიუკანის წონაში დაკლების ფორმულა ყველასთვის ხელმისაწვდომი 2000 წლიდან გახდა - მას შემდეგ, რაც  მისი წიგნი Je ne sais pas maigrir (მე არ ვიცი როგორ დავიკლო წონაში) გამოქვეყნდა, რომელიც დაუყოვნებლივ ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად წიგნად იქცა. 

დუკანის დიეტა

პიერ დიუკანის დიეტა ოთხი ფაზისგან შედგება: „შეტევა“, „კრუიზი“, „გამყარება“ და „სტაბილიზაცია“.

შეტევა

პირველი ფაზის დროს შეგიძლიათ შეუზღუდავი რაოდენობით  მიირთვათ მხოლოდ და მხოლოდ ცილების შემცველი პროდუქტი. მაგალითად: საქონლის მჭლე ხორცი, კანგაცლილი ქათამი, ღვიძლი, თევზეული და ზღვის პროდუქტები, კვერცხი და უცხიმო ხაჭო. სასურველია, ყოველდღიურ ულუფას დაამატოთ 1-2 სუფრის კოვზი ქატო. ეს ფაზა 2-დან 7 დღემდე შეგიძლიათ გააგრძელოთ - იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფი ეფექტის მიღება გსურთ. პირველი ფაზის დროს, სწრაფად დაკარგავთ წონას, რაც კიდევ უფრო აამაღლებს თქვენს მოტივაციას, რომ განაგრძოთ წონაში კლება და მიაღწიოთ იდეალურ შედეგს.

კრუიზი

მეორე ფაზის - „კრუიზის“ დროს, საჭიროა დღეგამოშვებით მიიღოთ ხორცის პროდუქტები და ბოსტნეული. შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი სახის ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით, კარტოფილის გარდა. ასევე აგრძელებთ ყოველდღიურად ქატოს მიღებას. ეს ფაზა გრძელდება სასურველი წონის მიღწევამდე.

გამყარება

მესამე ფაზა - „გამყარება“ ინდივიდუალური ხანგრძლივობისაა და გამოითვლება დაკლებული კილოგრამების 10-ზე გამრავლებით. ამ ფაზის დროს, შეგიძლიათ თქვენი რაციონი გაამდიდროთ შეზღუდული რაოდენობის ხილით, ყველით, ასევე მაკარონის, კარტოფილის, ლობიოს და ხრაშუნა პურის მცირე ულუფებით. ქატოს მიღებას ამ ფაზის პერიოდშიც აუცილებლად აგრძელებთ. 

სტაბილიზაცია

დიეტის ბოლო ეტაპი „სტაბილიზაციაა“. ამ ფაზის მთავარი პრინციპი შემდეგი გახლავთ: კვირის დღეებიდან შეარჩევთ ერთ-ერთს, როცა თქვენი დღიური რაციონი ხორცის პროდუქტით შემოიფარგლება; დანარჩენ დღეებში შეგეძლებათ მიირთვათ ის, რაც გსურთ. ეს პრინციპი მთელი ცხოვრების მანძილზე თქვენს სტაბილურ წესად უნდა დაამკვიდროთ. ასევე, შეეცადეთ, მუდმივად დაიცვათ თანაფარდობა ყოველდღიურად მიღებულ და დახარჯულ კალორიულობას შორის.

პიერ დუკანის წიგნის შეგიძლიათ Amazon-ზე შეიძინოთ:

 

ზევით