პანდორაში ახალი ტექნოლოგიით იმ სამყაროს კარი გაიღო, რომელშიც სამკაული თქვენი ისტორიის, მოგონებებისა და ემოციების სახატავ ტილოდ გადაიქცევა.
The Diary x Pandora-ს საღამოზე მსოფლიოში ცნობილი გრავირების აპარატი ქართველ ინფლუენსერებს წარუდგინეს.
სწორედ მათ ჰქონდა შანსი, გადაექციათ პანდორას განსაკუთრებული სამკაულები უნიკალურ ნივთებად, რომლებიც იმ ემოციებსა თუ მოგონებებს ატარებს, რომელთა ყიდვაც შეუძლებელია.
ფოტოზე: თაკო საზინა
უკვე წლებია, რაც გრავირების აპარატით პანდორას საერთაშორისო მომხმარებელი სარგებლობს. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით სამკაულზე ნებისმიერი სიმბოლოს, სახელის, გზავნილისა თუ ნახატის დატანაა შესაძლებელი.
ფოტოზე: თაკო ლოჩოშვილი
ამიერიდან ჩვენც გვაქვს შანსი, საყვარელი ადამიანის ინიციალები, მნიშვნელოვანი სიტყვები, თუ თარიღები მუდამ თან ვატაროთ და თითოეული სამკაული ჩვენი თავგადასავლისა თუ ოცნებების თილისმად გადავაქციოთ.
ფოტოზე: თეონა ჩაჩუა
ამასთან ერთად, იდეის ავტორები და შემოქმედებიც იქნებით. თუ საკუთარი თავისთვის, შეყვარებულისთვის, შვილისთვის, ან მეგობრებისთვის საჩუქრის გაკეთება გსურთ, პანდორაში უნდა შეიაროთ და სასურველი ადრესატისთვის შერჩეული საჩუქარი ისეთივე უნიკალური და განუმეორებელი გახადოთ, როგორიც თქვენი საყვარელი ადამიანები არიან.
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.