ხატია ბუნიათიშვილი - ველური ხელების პატრონი
#მუსიკამასზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ბევრს საუბრობენ. მის შემოქმედებაში მომხდარი სიახლე როგორც ქართული, ასევე მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების მთავარი თემა ხდება. ბუნიათიშვილის სახელთან პროფესიონალიზმი, აღიარება და მსოფლიო წარმატება ასოცირდება. ხატია ბუნიათიშვილი იმ საამაყო ქართველების სიაში შედის, რომელთა შემოქმედების დამსახურებით საქართველო მსოფლიოს კულტურულ რუკაზე მოინიშნა.