პაპის კონკლავი: როგორ მიმდინარეობს ახალი პაპის არჩევის საიდუმლო რიტუალი
როგორ აირჩევა კათოლიკური ეკლესიის ახალი ლიდერი პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ — კონკლავის წესები, კანდიდატები და პროცესის მნიშვნელობა.
პრინცი ჰარი დედას კიდევ ერთხელ იხსენებს. სასექსის ჰერცოგმა კრის კონოტონის ახალი წიგნის - Hospital by the Hill-ის შესახებ გულისამაჩუყებელი წინასიტყვაობა დაწერა და დედის დაკარგვით გამოწვეულ ემოციურ მოგზაურობაზე ისაუბრა.
ამბობენ, როდესაც მშობელი ზეცაში მიდის, მისი სული, მოგონებები და სიყვარული ჩვენთან ერთად რჩება და დროთა განმავლობაში ჩვენს გულში გაჩენილ სიცარიელეს შეავსებს.
36 წლის ჰარი იხსენებს, თუ როგორ არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ დედა გარდაიცვალა, როგორ გაუჭირდა ამ ფაქტთან შეგუება და რამხელა სიცარიელე დატოვა მის გულში ლედი დიანამ.
ერთ რამეს დაგპირდებით! თავს უკეთესად და უფრო ძლიერად იგრძნობთ მას შემდეგ, რაც ხმამაღლა იტყვით, რას გრძნობთ!
Hospital by the Hill იმ ახალგაზრდის შესახებ გვიყვება, რომლის დედაც COVID 19-ის პანდემიის დასაწყისში, საავადმყოფოს წინა ხაზზე იბრძოდა და კორონა ვირუსს შეეწირა. წიგნში დედის დაკარგვით გამოწვეული ემოციური ქაოსი, შეგუების პროცესი და ის შიშია გადმოცემული, რაც პანდემიას მუდმივად სდევს თან. ბრიტანეთში წიგნი ყველა იმ ახალგაზრდებისთვისაა უფასო, ვინც პანდემიის გამო ახლობელი ადამიანი დაკარგა.