ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია! ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში რობერტო ბაუტისტა-აგუტი ორ სეტში, ანგარიშით 7:6-6:2 დაამარცხა და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ეგიდით კარიერაში მე-4 ტიტული მოიპოვა.
მოგეხსენებათ, რომ დოჰას საერთაშორისო ტურნირის ფინალში ბასილაშვილი ლეგენდარული როჯერ ფედერერის დამარცხების შემდეგ მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ რობერტო ბაუტისტა-აგუტი დოჰას ტურნირის 2019 წლის გამარჯვებულია, გულშემატკივრები ფინალში ბასილაშვილის გამარჯვებას წინასწარმეტყველებდნენ, რადგან ესპანელ ჩოგბურთელთან თამაშის და გამარჯვების გამოცდილება ნიკოლოზს უკვე ჰქონია.
შეხვედრის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი სიტყვით გამოვიდა. მან შვილს ქართულად მიმართა და მადლობა ქართველ გულშემატკივრებსაც გადაუხადა:
ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, რომ შენ ხარ ჩემი ყველაზე ძვირფასი ადამიანი. ძალიან მიყვარხარ და მენატრები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს საქართველოში, დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის!
დოჰას ტურნირის საპრიზო ფონდი 787 930 $-ს შეადგენს. აქედან გამარჯვებული 69 520 $-ს და 250 სარეიტინგო ქულას, ხოლო დამარცხებული - 51 340 $-ს და 150 ქულას მიიღებს.
პარიზში, სასტუმრო Pullman კულტურულ ღონისძიებას Pullman xChange მასპინძლობს. აქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 150 შემოქმედი და ინოვატორი იკრიბება, რათა სასტუმრო იდეების გაზიარების, დიალოგისა და ახალი კავშირების დამყარების ცოცხალ სივრცედ აქციოს.
ლონდონის სამოქალაქო ცერემონიის შემდეგ დუა ლიპამ და კალუმ ტერნერმა ქორწილის აღნიშვნა პალერმოში გააგრძელეს. მომღერალი პირველ საღამოზე Bottega Veneta-ს თეთრ კაბაში გამოჩნდა.