რა ვაჩუქოთ GEN Z-ის
ეძებთ საუკეთესო საჩუქარს Gen Z-ისთვის? ჩვენ უნიკალური, ტრენდული და თაობას ზისთვის იდეალური საჩუქრების სია მოგიმზადეთ!
თეთრი სახლიდან, მსოფლიოს ყველაზე დიდი კორპორაციების კაბინეტებამდე, ქალები დღეს საკუთარ პოზიციებს ყველაზე ხმამაღლა აფიქსირებენ. 21-ე საუკუნის ჯერ კიდევ არსებული გენდერული უთანასწორობის პირობებში, ისეთმა კამპანიებმა, როგორებიცაა #meToo, #TimesUp და სხვა, ქალების ხმებს კიდევ უფრო დიდი დიაპაზონი შესძინა და ბევრი ჩაკეტილი კარი გააღო. The Diary იმ გავლენიანი ქალების ჩამონათვალს წარმოგიდგენთ, რომლებმაც გენდერული, თუ რასობრივი წინაღობების მიუხედავად, თანამედროვე ისტორია საკუთარი ძალებით დაწერეს.
შეუძლებელია სიის სათავეში ამერიკის შეერთებული შტატების პირველი შავკანიანი ქალი ვიცე პრეზიდენტი არ მოვაქციოთ. კამალა ჰარისი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი პოლიტიკოსია, რომელმაც 46 რგოლიანი ჯაჭვის გარღვევა და ამერიკის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება მოახერხა.
7 ნოემბერს, პოსტზე ჰარისის კანდიდატურის დადასტურების შემდეგ, მან საზოგადოებას სიტყვით მიმართა:
შესაძლოა მე ამ ოფისში პირველი ვიცე პრეზიდენტი ქალი ვარ, მაგრამ არა უკანასკნელი, რადგან ყველა გოგონა, რომელიც დღეს გვიყურებს, დარწმუნდება, რომ ეს შესაძლებლობების ქვეყანაა!
დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მმართველობის სათავეში მდგომი დედოფალი ტახტს 65 წელიწადზე მეტია ამაგრებს. ელისაბედ ll-მ გვირგვინი 1953 წლის 2 ივნისს, 27 წლის ასაკში მოირგო.
ათობით ჯილდოს მფლობელი The Oprah Winfrey Show-ს ავტორი და წამყვანი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტელე პერსონაა. შოუ ეთერში პირველად 1986 წელს გავიდა. წლის ბოლომდე პროექტმა არხს 125 მილიონი დოლარო მოუტანა, საიდანაც პირადად უინფრის 30 მილიონი შეხვდა. წლების მანძილზე ტელეწამყვანმა ასობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა, ხოლო ტელე სივრცეში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა.
Facebook-ში აღმასრულებელი ოპერატიული დირექტორის პოზიციის დაკავებამდე, სანდბერგი Google-ის გლობალური ონლაინ გაყიდვების დირექტორი გახლდათ. ახალ კომპანიაში შერილმა თავი მალევე დაიმკვიდრა და კომპანია კრიზისიდან გამოიყვანა. Facebook-მა, რომელმაც მანამდე 56 მილიონ დოლარიანი დანაკარგი ნახა, სანდბერგის მოსვლის შემდეგ, 2018 წელს 22.1 მილიარდი დოლარის მოგება ნახა. 2014 წელს შერილი Forbes-ის მილიარდერების სიაში Facebook-ში მისი წილის გამო მოხვდა. დღეის მონაცემებით მისი ქონება 1.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ვოიჩიცკი YOUTUBE-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას 2014 წლიდან მოყოლებული იკავებს. ის კომპანიის ისტორიაში ზემოთხსენებულ პოსტს ყველაზე დიდი ხანია ამაგრებს. 2000 წელს სიუზანმა Google-ში AdWords-ის მექანიზმი შეიტანა, რამაც კომპანიის გაყიდვები ერთ ორად გაზარდა, ხოლო მსოფლიო ბრენდებს ალტერნატიული სარეკლამო საშუალება გაუჩინა. დღეს ვოიჩიცკი Youtube-ის სათავეშია, რომელსაც ყოველთვიურად მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
სატელევიზიო ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სამედიცინო შოუს ავტორი დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწერალი და პროდიუსერია. Grey's anatomy ეთერში 2005 წელს გავიდა, დღეს კი მაყურებელი სერიალის მე-17 სეზონის დასრულებას ელის. ასევე რაიმსის ანგარიშზეა Scandal-ის შვიდი სეზონი, How to Get Away With Murder და 2021 წლის Netflix-ის სერიალი Bridgerton.
რაიმსი ასევე Times Up მოძრაობის მხარდამჭერი და თანაავტორია, რომელიც მიზნად სტუდიებსა და სააგენტოებში გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას და სისტემაზე ზეწოლას ისახავს. მოძრაობის მიზანი კანონმდებლობის შეცვლა და იმ კომპანიების მიმართ რადიკალური მიდგომაა, რომლებშიც გამუდმებულ სექსუალურ, თუ გენდერულ შევიწროებას აქვს ადგილი.
ლაგარდი ფრანგი იურისტი და პოლიტიკოსია. ის პირველი ქალია საფრანგეთის ისტორიაში, რომელიც ქვეყნის ფინანსთა მინისტრის პოზიციას 2007-2011 წლებში იკავებდა. ლაგარდი მოგვიანებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი გახდა, დღეს კი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის სტატუსს ატარებს.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი ლიდერი გერმანიის კანცლერის პოზიციას 2005 წლიდან მოყოლებული იკავებს. მერკელი პოლიტიკაში ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, 1989 წელს მოვიდა.
მოგვიანებით ის გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების მინისტრის პოსტს ამაგრებდა. ამჟამად ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის რანგში მეოთხე ვადას ასრულებს. მან უკვე განაცხადა, რომ 2021 წლის არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას აღარ წარადგენს, თუმცა მსოფლიო ასპარეზზე გერმანიის ერთ-ერთ მთავარ ხმად დარჩება.
სერენა უილიამსი 23 გრანდ სლემის სინგლის გამარჯვებული და ოთხი ოლიმპიური ოქროს მედლის რაც მას ყველა დროის ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელი ქალის სტატუსს ანიჭებს. უილიამსი ასევე ქალთა უფლებების ამაყი ადვოკატი და ქველმოქმედია.
შესაძლოა ვინტური პირველ რიგში მისი საფირმო ვარცხნილობითა და სათვალეებით ახსენდებათ, მაგრამ ეს ქალბატონი მოდის ისტორიაში დღემდე ყველაზე გავლენიან ფიგურად რჩება. VOGUE-ის მთავარი რედაქტორის პოზიციამდე ანამ რამდენიმე ცნობილი მოდურ ჟურნალში მოსინჯა ბედი. 1987 წელს ის Condé Nast-ის მთავარი რედაქტორი გახდა, მოგვიანებით კი ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოზიცია დაიკავა, რამაც ჟურნალის განვითარების ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.
საზოგადოებაში ვინტურს ცივ და უხეშ ქალად მოიხსენიებენ. მისი ერთ-ერთი ძველი თანამშრომლის გამოგონილი ისტორიის მიხედვით The Devil wears Prada გადაიღეს, სადაც მთავარ როლებს მერილ სტრიპი და ენ ჰეთეუეი ასრულებენ.
მსოფლიოს #1 რეალითი შოუს ყველაზე ახალგაზრდა ვარსკვლავი ასევე Forbes-ის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია, რომელმაც თავისი პირველი მილიარდი საავტორო კოსმეტიკური ბრენდის - Kylie Cosmetics-ის საშუალებით მოიპოვა.
ბრენდი 2015 წელს შეიქმნა, ხოლო მისი პირველი პროდუქტი Kylie Lip Kit გახლდათ, რომელიც თხევად ტუჩსაცხს და ტუჩის ლაინერს აერთიანებდა. 2018 წელს Forbes-მა კაილის კომპანია 800 მილიონ დოლარად შეაფასა. რამდენიმე წლის მანძილზე ჯენერი კომპანიის 100%-ს ფლობდა, 2019 წელს კი კოსმეტიკურ გიგანტს - Coty Inc-ს კომპანიის წილის 51% 600 მილიონ დოლარად მიჰყიდა.
სიღარიბის, ჯანსაღი ცხოვრებისა და განათლების პრობლემებს მიშელ ობამა თეთრ სახლში ცხოვრების დროს ყურადღებას განსაკუთრებით აქცევდა. ამერიკის პირველი შავკანიანი ლედი ყოველთვის აქტიურად იდგა მეუღლის გვერდით, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს 2 ვადით იკავებდა. მიშელი ქალთა უფლებათა დამცველი, ქველმოქმედი და ნიჭიერი იურისტია, რომელიც პირველი ლედის სტატუსის შემდეგაც განაგრძობს გენდერულ და რასობრივ უსამართლობასთან ბრძოლას.