მაღაზია „ტაბითა“ ჰოსპისი „ფესრისცვალებისთვის“ საქველმოქმედო ღონისძიებას აანონსებს
7 ოქტომბერს, სტამბაში, Tabitha pop-up shop-ის საქველმოქმედო პროექტი უკვე მეორედ განხორციელდება. ღონისძიების მიზანი, ამჯერადაც საქველმოქმედო ორგანიზაცია ჰოსპისი „ფესრისცვალების“ დახმარება იქნება. ღონისძიებაზე მისულ საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა ქართველი და უცხოელი დიზაინერების, ახალი თუ ვინტაჟური ნივთები სპეციალურ ფასად შეიძინოს.