„ქალები ენერგეტიკაში“: ენერგეტიკაში ქალთა ჩართულობის მხარდამჭერი ინიციატივა
დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ (GREDA) აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ენერგეტიკაში ქალთა ჩართულობის მხარდამჭერი ინიციატივა - „ქალები ენერგეტიკაში“ წარადგინა. ღონისძიების საპატიო სტუმართა შორის გახლდათ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, რომელმაც მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა.