სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წინებმა, კომიქსებმა და ფილმება, არა ერთ გზის იწინასწარმეტყველეს როგორი იქნებოდა ჩვენი მომავალი და მასში დამკვიდრებული გაჯეტები, თუმცა ის, რასაც წლის მთავარ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე - CES-ზე ვხედავთ, მაინც ახერხებს ჩვენს გაოცებას.
2024 წლის საერთაშორისო სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუ 9 იანვარს დაიწყო და 12 იანვრამდე გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ წინ ღონისძიების კიდევ რამდენიმე დღეა დარჩენილი, იმ ინოვაციაზე გვსურს ყურადღების გამახვილება, რომელზეც CES 2024-ზე უკვე საუბრობენ. Samsung-მა და LG-მ თავიანთი კოზირი უკვე წარადგინეს და ეს არც მეტი არც ნაკლები, გამჭვირვალე დისპლეები გახლავთ.
კვირას საღამოს, Samsung-მა First Look ღონისძიება გამართა და CES 2024-ზე მსოფლიოში პირველი გამჭვირვალე MicroLED დისპლეი წარადგინა. მეტი ეფექტურობისთვის კომპანიამ ინოვაციური დისპლეი გამჭვირვალე OLED და გამჭვირვალე LCD მოდელების გვერდიგვერდ წარადგინა. სხვებისგან განსხვავებით MicroLED პანელი უფრო კაშკაშა და სრულად ჩარჩოების გარეშე, მინის პანელით იყო წარმოდგენილი, რაც საშუალებას აძლევს მაყურებელს უშუალოდ ეკრანის მიღმაც დაინახოს.
Samsung-ის წარმომადგენლის თქმით, იმის გამო, რომ გამჭვირვალე MicroLED დისპლეებს უფრო მაღალი სიკაშკაშე აქვთ გამჭვირვალე OLED პანელებთან შედარებით, მასზე ნაკლებად აირეკლება ბუნებრივი შუქი.
ცუდი ამბავი კი ის გახლავთ, რომ თუკი Samsung-ის არაგამჭვირვალე MicroLED ტელევიზორების ამჟამინდელ ღირებულებას გავითვალისწინებთ, რომელიც $150,000 შეადგენს, სავარაუდოა, რომ ახალი დისპლეები ჯერ კიდევ დიდხანს ვერ გახდება ყველასათვის ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება LG-ის, კომპანიამ საერთაშორისო ღონისძიებაზე OLED-ის გამჭვირვალე ტელევიზორი წარუდგინა ვიზიტორებს. Samsung-ისგან განსხვავებით, LG-ის გამჭვირვალე დისპლეები სპეციალურ საყრდენშია წარმოდგენილი, რაც ნაკლებად ეფექტურად წარმოაჩენს მათ ახალ ტელევიზორებს, თუმცა, ამის მიუხედავად, ვერ დავუკარგავთ იმ ფაქტს, რომ მათი სიახლეც ნამდვილი ტექნოლოგიური სოაცრებაა. LG-ის ტელევიზორები აერთიანებს გამჭვირვალე 4K OLED ეკრანს და უკაბელო ვიდეო და აუდიო ტექნოლოგიას, რათა შედეგად მივიღოთ გამოცდილება, რომელიც აქამდე არასდრო განგვიცდია. OLED T ხსნის თითქმის შეუზღუდავი პოტენციალის სამყაროს, რაც მომხმარებლებს აძლევს უპრეცედენტო თავისუფლებას და საშუალებას, საყვარელი გადაცემების ყურების პარალელურად, აკონტროლონ ტელევიზორის მიღმა სივრცე.
გიორგი ანწუხელიძე ქართველი ეროვნული გმირია, რომელიც 2008 წლის ომის დროს გმირულად დაიღუპა ოკუპანტების წამების შემდეგ. მისი ისტორია დღესაც რჩება ქართველების შეუპოვრობის, ბრძოლისა და თავისუფალი სულის სიმბოლოდ.
2025 წლის ყველაზე მდიდარი ქალების წარმატების გზები ერთმანეთისგან განსხვავდება — მათ უნიკალური ამბები, მიზნები და ინტერესები აქვთ. თუმცა ერთი რამ თითქმის ყველას აერთიანებს: ქონების დიდ ნაწილს ქალთა გაძლიერების საქმეში დებენ. ამ სტატიაში გაგაცნობთ 2025 წლის ათ ყველაზე მდიდარ ქალს.
გიორგი იაშვილი The Diary Originals-ის რუბრიკაში 2025 წლის მოდის კვირეულზე მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს, საუბრობს ტრენდებზე, ქუჩის სტილსა და ქართულ მოდაზე.