2021 წლის კვლევის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე დიდი მარკეტინგული კომპანიების 75% 2025 წლისთვის Dream advertising-ის, ანუ სიზმრების რეკლამების ტექნოლოგიის ჩაშვებას გეგმავს. არ გეჩვენებათ! ისინი სარეკლამო კამპანიების ჩვენებას ჩვენთვის ძილის დროს აპირებენ. ტექნოლოგია იმის კონტროლის საშუალებას იძლევა, თუ რას ნახულობს ადამიანი ძილის დროს.
ეს წარმოუდგენელი იდეა 2021 წელს გაჩნდა, როდესაც Molson Coors-მა Super Bowl-თვის შექმნილი სპეციალური რგოლი გამოუშვა. ლუდის მწარმოებელი კომპანია ირწმუნებოდა, რომ ამ 91 წამიანი რგოლის რამდენიმეჯერ ყურებისა და საუნდტრეკის მოსმენის შემდეგ, ადამიანს თოვლიანი მთები და ლუდი დაესიზმრებოდა.
კომპანიამ მეცნიერებთან ერთად კვლევა ჩაატარა, სადაც კვლევის მონაწილეებს ძილის წინ სპეციალურად მომზადებულ ვიდეოს აყურებინებდნენ, ძილის დროს კი მათი ტვინის აქტივობას აკვირდებოდნენ. კომპანიამ მოგვიანებით Youtube-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ახლად გაღვიძებული ადამიანები მათი სიზმრების შესახებ გვიყვებიან.
სწორედ ეს კვლევა გახდა მომავლის მარკეტინგის ერთ-ერთი ახალი იარაღის შექმნის მიზეზი. კამპანიის შემდეგ 38-მა დამოუკიდებელმა ექსპერტმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც მათი აზრით ძილის რეკლამები ახლო მომავლის რეალობას წარმოადგენდა. საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიები ჩვენს ძილში შემოღწევას 2025 წლისთვის გეგმავენ.
სინამდვილეში, ადამიანის სიზმრებში შეღწევა უკვე დიდი ხანია შესაძლებელია. რამდენიმე წლის წინ MIT ჯგუფმა ხელსაწყო, სახელწოდებით Dormio dream incubator შექმნა. ეს სამი სენსორის მქონე ხელსაწყოა, რომელიც ძილის ჰიპნაგოგიური ძილის ფაზაში ადამიანის ტვინში ხმოვან სტიმულაციას აგზავნის, რაც ჩვენს სიზმრებზე ახდენს გავლენას.
სიზმრებში შეღწევას დადებითი მხარეებიც აქვს, მაგალითად თერაპიული და საგანმანათლებლო კუთხით, მაგრამ მეცნიერები თვლიან, რომ ეს საკმაოდ სახიფათო სფეროა, ამიტომ სიზმრებთან ინტერაქციული კვლევების გასაკონტროლებლად, დამატებითი რეგულაციების დაწესებას ითხოვენ.
გიორგი ანწუხელიძე ქართველი ეროვნული გმირია, რომელიც 2008 წლის ომის დროს გმირულად დაიღუპა ოკუპანტების წამების შემდეგ. მისი ისტორია დღესაც რჩება ქართველების შეუპოვრობის, ბრძოლისა და თავისუფალი სულის სიმბოლოდ.
2025 წლის ყველაზე მდიდარი ქალების წარმატების გზები ერთმანეთისგან განსხვავდება — მათ უნიკალური ამბები, მიზნები და ინტერესები აქვთ. თუმცა ერთი რამ თითქმის ყველას აერთიანებს: ქონების დიდ ნაწილს ქალთა გაძლიერების საქმეში დებენ. ამ სტატიაში გაგაცნობთ 2025 წლის ათ ყველაზე მდიდარ ქალს.
გიორგი იაშვილი The Diary Originals-ის რუბრიკაში 2025 წლის მოდის კვირეულზე მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს, საუბრობს ტრენდებზე, ქუჩის სტილსა და ქართულ მოდაზე.