კრისტოფერ ნოლანის "ამოჩემებული" მსახიობები
#ცნობილებიერთი და იგივე მსახიობების რამდენიმე ფილმში დასაქმება ბევრ რეჟისორს ახასიათებს, თუმცა კრისტოფერ ნოლანისეული „ამოჩემება“ ნამდვილად განსხვავებულია და ის მხოლოდ სამსახურებრივ ურთიერთობას არ ეფუძნება.
ერთი და იგივე მსახიობების რამდენიმე ფილმში დასაქმება ბევრ რეჟისორს ახასიათებს, თუმცა კრისტოფერ ნოლანისეული „ამოჩემება“ ნამდვილად განსხვავებულია და ის მხოლოდ სამსახურებრივ ურთიერთობას არ ეფუძნება.
კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე ჰოლივუდის ფეშენისტა მსახიობები მაღალი მოდის სამოსით იწონებდნენ თავს. SAG Awards-ის სტუმრები წითელ ხალიჩაზე დახვეწილი, ნატიფი სამოსით იყვნენ წარმოდგენილი. რაც შეეხება მერილ სტრიპს, კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე ეშმაკს ნამდვილად ემოსა პრადა!
SAG Awards-ის დაჯილდოების საიუბილეო ცერემონია უამრავი დასამახსოვრებელი ეპიზოდით იყო დახუნძლული. წარმოგიდგენთ 5 გამორჩეულ მომენტს, დიდი გაერთიანებით დაწყებული, უჩვეულო ავტოგრაფითა და ემოციური სიტყვით დასრულებული.
ლევან აკინის ახალი ფილმის მთავარი მიზანი ჩვენი მზერის სწორედ იმ მხარეს მიპყრობაა, რომელსაც ხშირად თვალს ვარიდებთ, ან უბრალოდ ვერც კი ვამჩნევთ. “გზაჯვარედინი” აჭარის ერთი სოფლის ყოფილ მასწავლებელზე, პენსიონერ ლიაზე (მზია არაბულის შესრულებით) მოგვითხრობს, რომელიც გარდაცვლილი დის უკანასკნელი სურვილის შესრულებას ცდილობს და სტამბოლში თავისი დაკარგული ტრანსგენდერი დისშვილის, თეკლას საპოვნელად მიემგზავრება
ალბათ ყველას ერთხელ მაინც გვინახავს საბავშვო წვეულებებზე გასაბერი სახლი. ოდესმე თუ წარმოიდგენდით, როგორი იქნებოდა მსგავს გასაბერ სახლში ცხოვრება? სწორედ ასეთია Binishell-ის ეკომეგობრული, ფუტურისტული სახლების კონცეფცია, რომლებიც შესაძლოა სულ მალე მომავლის სახლებად მოგვევლინონ. თუ უსაფრთხოებაზე ფიქრობთ, პროექტი ამ ასპექტშიც უპრობლემოა. ბოლოს და ბოლოს, ერთ-ერთი ასეთი სახლის მფლობელი თავად რკინის კაცი - რობერტ დაუნი უმცროსი გახლავთ, რომელიც Binishell-ის პროექტში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
სამშენებლო კომპანია ICON-ი ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოსთან (NASA) პარტნიორობით, მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში დედამიწელებისთვის მთვარეზე სახლებს ააშენებს.
მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში მოდური ზეიმი გრძელდება. კვირეულის რიგით მეორე დღეს, Prada-მ, მიუჩია პრადას და რაფ საიმონსის ხელმძღვანელობით, მოდის წარსული ეპოქების კოლექტიურ მეხსიერებაში ჩაგვახედა და წარსული, აწმყო და მომავალი რომანტიკული პერცეფციის პრიზმიდან დაგვანახა.
ნიუ-იორკის და ლონდონის შემდეგ, მოდის კვირეულის ციებ-ცხელებამ მილანში გადაინაცვლა. მილანის მოდის კვირეულის პირველ დღეებს ჰყავდა საკუთარი რჩეულები: Diesel, Fendi, Roberto Cavalli, Etro... ჩვენს პირად ფავორიტად კი ეს უკანასკნელი იქცა. Etro-ს 2024/2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია, სახელწოდებით Etro Act გახლდათ სარტორული ოდისეა, რომელიც წარსულს აწმყოსთან აკავშირებდა და აყალიბებდა ნარატივს, რომელიც უძველესი ეპოსებიდან, თანამედროვე მოდურ პოდიუმამდე გაგრძელდა.
თანამედროვე ხელოვნების გალერეა Window Project-ი უტა ბექაიასა და რუსუდან ხიზანიშვილის მულტიდისციპლინარულ გამოფენა Mother Ship-ს მასპინძლობს. გამოფენა, დედამიწაზე სიცოცხლის სემიოტიკური პროცესის ვიზუალური ენით კველვას გვთვაზობს.
ლონდონი, რამდენიმედღიანმა ქაოსმა მოიცვა, ჰოლივუდის A-lister-ები და მოდის ინსაიდერები, ქალაქში ერთდროულად გამოჩნდნენ. სანამ კინოვარსკვლავები Baftas - ბრიტანეთის კინოაკადეემის დაჯილდოებაზე დასასწრებად მიემართებოდნენ, მოდის თაყვანისმცემლები ლონდონის მოდის კვირეულის დატვირთულ გრაფიკს უბამდნენ ნებიჯებს.