თბილისის რიგით მე-16 სტუდენტური კინოფესტივალი 10 ოქტომბერს იხსნება
#კინოშოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 10-15 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ იმართება.
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 10-15 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ იმართება.
ამერიკული მეგაპროექტების დაპყრობის დროა! შტატებში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი ნინი ბრეგვაძე სასცენო სახელით ცნობილი, როგორც Nini Iris, ამერიკული The Voice-ის სცენაზე გასულ ღამეს გამოჩნდა. ბრმა მოსმენაზე, ნინიმ, ნამდვილი ფურორი მოახდინა და სულ რამდენიმე წამში ჟიურის ოთხივე წევრის მონუსხვა მოახერხა.
7 ოქტომბერს, სტამბაში, Tabitha pop-up shop-ის საქველმოქმედო პროექტი უკვე მეორედ განხორციელდება. ღონისძიების მიზანი, ამჯერადაც საქველმოქმედო ორგანიზაცია ჰოსპისი „ფესრისცვალების“ დახმარება იქნება. ღონისძიებაზე მისულ საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა ქართველი და უცხოელი დიზაინერების, ახალი თუ ვინტაჟური ნივთები სპეციალურ ფასად შეიძინოს.
რამდენიმე საათის წინ, შვედეთის აკადემიამ, მშვიდობის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინა. პრემია პატიმრობაში მყოფ ირანელ აქტივისტს, ადამიანის უფლებათა დამცველსა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ნარგეს მოჰამადს მიენიჭა.
ანგლო-არგენტინელი მსახიობი, ანია ტეილორ-ჯოი და მუსიკოსი მალკოლმ მაკრეი 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, იტალიის რომანტიკულ ქალაქში დაქორწინდნენ. ქორწილი, ვიწრო წრეში გაიმართა. ანიასა და მალკოლმის სიყვარულის დღეს სულ 150 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ წყვილის უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები.
ოქროსფრად შემოსილი წინანდლის მამული, ჯაზისა და ღვინის დღესასწაულისთვის ემზადება. ღვინობისთვის 14-ში, ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულის კარი „ჯაზისა და ღვინის ფესტივალისთვის“ გაიღება. წელს, ღონისძიებაზე, სტუმარი ქვეყნის სტატუსით, იტალია იქნება წარმოდგენილი.
Alexander McQueen-ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის ემოციური კოლექციის წარდგენიდან და სარა ბარტონის დამშვიდობებიდან რამდენიმე დღეში, მოდის სახლმა ახალი კრეატიული ხელმძღვანელი დაასახელა შონ მაკგირი დაასახელა.
სრული შემადგენლობით, ბექჰემების ოჯახი გასულ ღამეს ლონდონში, წითელ ხალიჩაზე, დევიდ ბექჰემის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Beckham-ის პრემიერაზე გამოჩნდა. Beckham-ი Netflix-ის ოთხი მინი სერიისგან შემდგარი დოკუმენტური ფილმია, რომელიც ბრიტანელი ფეხბურთელის აღზევებისა და თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპორტსმენად (როგორც მოედანზე ასევე მის გარეთ) ჩამოყალიბების ისტორიას გვიამბობს.
ლელა წურწუმიას გამოჩენა დემნა გვასალიას SS24-ის Balenciaga-ს ჩვენებაზე და კულისებს მიღმა "მეგრული კლანის" გაერთიანება, კვირის მთავარ სიახლედ იქცა. პარიზული ვოიაჟის დეტალებზე, Balenciaga-ს კოლექციის ჩვენების წინა რიგებში ჯდომის გამოცდილებასა და გაზიარებულ ემოციებზე ლელამ, გასულ ღამეს საავტორო გადაცემა მხოლოდ ლელასთან პირდაპირ ჩართვაში ისაუბრა და რამდენიმე მხიარული დეტალიც გაგვიზიარა.
ცნობილი ქუჩის არტისტის BANKSY-ს გამოფენა საქართველოში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 18 ოქტომბერს გაიხსნება. სიახლე, მუზეუმის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე საათის წინ გამოჩნდა და როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“ მუზეუმის 5 წლის იუბილეს უკავშირდება.